ყური ადამიანის თვითგამწმენდი ორგანოა. ღეჭვას, ცემინებას, ხველას ყურის გოგირდი გარეთ გამოაქვს, მაგრამ ხანდახან ხდება, რომ გოგირდი გროვდება ყურში და საცობად გარდაიქმნება. ასეთ შემთხვევაში აუცილებლად უნდა ჩავიტაროთ ყურის გამორეცხვის პროცედურა.
ყველაზე მარტივი და ყველასათვის ხელმისაწვდომი ყურის გამოსარეცხი და საცობებისგან გასათავისუფლებელი საშუალება წყალბადის ზეჟანგია. პროცედურა დაუყონებლივ უნდა ჩაიტაროთ, როგორც კი იგრძნობთ არასასიამოვნო შეგრძნებას.
როგორ გამოვირეცხოთ ყურები
თანაბარი რაოდენობით გამოხდილი წყალი და 3%-იანი წყალბადის ზეჟანგი შეურიეთ. პიპეტის საშუალებით აიღეთ მომზადებული ხსნარი. თუ პიპეტი არ გაქვთ, მაშინ მარლა გამოიყენეთ.
კარგად გადაწიეთ თავი და ჩაიწვეთეთ 3 წვეთი ხსნარი. თავი გააჩერეთ 5 წუთი. ყურში ბუნებრივ შუილს იგრძნობთ. ეს იმის ნიშანია, რომ გოგირდი წყალბადის ზეჟანგთან რეაქციაში შევიდა.
ახლა თავი საპირისპირო მხარეს გადაწიეთ, რათა დარჩენილი სითხე ყურიდან გადმოვიდეს. შემდეგ კი ყურის ნიჟარა ხელსახოცით ამოიწმინდეთ. პროცედურის დროს არ არის რეკომენდებული მარლის ტამპონის გამოყენება.
იგივე პროცედურა ჩაიტარეთ მეორე ყურიშიც.
პირველი პროცედურის შემდეგ თუ გოგირდის საცობის ამოღება არ მოხერხდა, ყური ამ გზით 3-ჯერ გამოირეცხეთ. შემდეგ კი მიმართეთ ოტოლარინგოლოგს და საბოლოოდ გათავისუფლდით უკვე დარბილებული გოგირდისგან.