საშინაო ნიღაბი, რომელსაც მე და ყველა ჩემი მეგობარი ვემადლიერებით. შეიმცირეთ ნაოჭები და მომაბეზრებელი ხაზები მარტივად

ნაოჭების, მომაბეზრებელი ხაზების წარმოქმნა გარდაუვალია, მაგრამ თუ დავიჭერთ თადარიგს და რეგულარულად გამოვიყენებთ კანის მოვლის საშუალებებს, შევძლებთ, კიდევ დიდი ხნით შევინარჩუნოთ ახალგაზრდობა.

შემოგთავაზებთ ნაოჭების საწინააღმდეგო საშუალების რეცეპტს.  ნიღაბი ჯანსაღი და უსაფრთხოა, რადგან არ შეიცავს ქიმიურ ნივთიერებებს, კონსერვანტებს, ხელოვნურ საღებავებს. ნიღაბი მომზადებულია სტაფილოს ბაზაზე.

სტაფილო თავისი შემადგენლობის წყალობით ძალიან სასარგებლო კანისთვის. A ვიტამინით მდიდარი სტაფილო ხელს უწყობს უჯრედების რეგენერაციას და უნარჩუნებს კანს ახალგაზრდობას.

იგი შეიცავს დიდი რაოდენობით C, K ვიტამინებს და ბოჭკოებს. ყველა ეს საკვები ნივთიერება ატენიანებს კანს და უნარჩუნებს ჯანმრთელობას. სტაფილოს წვენი წმენდს კანს ტოქსინებისგან და დაბინძურებისგან.

ნიღაბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ზეითუნის ან ქოქოსის ზეთი1 ჩ. კ.
  • სტაფილოს წვენი 1 ს. კ.
  • სიმინდის სახამებელი 1 ს. კ.
  • რძე ან წყალი 1 ს. კ.
  • წყალი 50 გრ

მომზადების წესი:

სიმინდის სახამებელს დაასხით თბილი რძე. 50 მლ წყალი აადუღეთ, დაამატეთ სახამებლიანი ნარევი და კარგად აურიეთ. გააგრილეთ. შემდეგ დაამატეთ ზეთი, სტაფილოს წვენი და ურევთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

გამოყენების წესი:

ნიღაბი დაიტანეთ წინასწარ გაწმენდილ  სახის კანზე, ყელზე, მკერდზე და თანაბრად გაინაწილეთ. მასა მძიმეა, ამიტომ აუცილებლად მიიღეთ ჰორიზონტალური პოზიცია და სამოქმედოდ დაიტოვეთ 30-45 წუთი. ნიღაბის ნარჩენები თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

მაქსიმალური ეფექტის მისაღებად ნიღაბი გამოიყენეთ კვირაში 3-4-ჯერ. ნატურალური ბოტოქსის წყალობით შეძლებთ კანის გამკვრივებას, დატენიანებას, გაახალგაზრდავებას. გისურვებთ, რაც შეიძლება დიდი ხნით შეინარჩუნოთ შარმი და ახალგაზრდობა.