პომიდვრის არომატული და სასიამოვნოდ მჟავე სოუსი, რომელსაც ყოველ ზაფხულს ვამზადებ. უხდება ყველა კერძს

შემოგთავაზებთ პომიდვრის სოუსის რეცეპტს, რომლის მომზადება დამწყებ დიასახლისსაც კი არ გაუჭირდებათ. სოუსის სისქე დამოკიდებულია დუღილზე. მის მოსამზადებლად შეარჩიეთ მსხვილი და ხორციანი პომიდვრები. საოცრად გემრიელი, არომატული, სასიამოვნოდ მჟავე სოუსი უხდება ნებისმიერი კერძს.

საჭირო ინგრედიენტები: 8 კგ პომიდორი, 800 გრ წითელი ბულგარული წიწაკა, 800 გრ ხახვი, 5 ცალი დაფნის ფოთოლი, 24 ცალი შავი წიწაკის მარცვალი, 11 ცალი სურნელოვანი პიმპილი (ბახარი), 1 ს. კ. მარილი, 4 ს. კ. შაქარი, 75 მლ 9%-იანი ძმარი.

მომზადების წესი: პომიდორი დაჭერით მსხვილ ნაჭრებად. ბულგარულ წიწაკას ამოაცალეთ თესლები და დაჭერით მსხვილ ნაჭრებად. ხახვიც დაჭერით მსხვილ ნაჭრებად. მოცემული პროდუქტები გაატარეთ ან დააბლენდერეთ. მიღებული მასა გადაიტანეთ ქვაბში, დადგით დაბალ ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე. შემდეგ დაამატეთ წიწაკა, მარილი, შაქარი, დაფნის ფოთლები და ადუღეთ დაბალ ცეცხლზე 1 საათის განმავლობაში.

მომზადებული მასა, თქვენი სურვილისამებრ, გაატარეთ საცერში. შემდეგ სოუსი კვლავ დადგით დაბალ ცეცხლზე, დაამატეთ ძმარი, ადუღეთ სასურველ კონსისტენციამდე და ჩაასხით გასტერილებულ ქილებში, მოხუფეთ, გადააბრუნეთ და შეფუთეთ გაგრილებამდე. გემრიელად მიირთვით!