ასაკი გვემატება და იმატებს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემებიც. 40 წლის შემდეგ თანდათან ვლინდება სიბერის ნიშნები, უარესდება მხედველობა, იმატებს სახსრების პრობლემები, გვიჭირს რაღაცეების დამახსოვრება. და ეს ხდება მაშინ, როდესაც სათანადოდ არ ვზრუნავთ ჩვენს ორგანიზმზე. თითოეული ადამიანი ვალდებულია, გაამხვილოს ყურადღება მოხმარებულ საკვებზე და ეცადოს, შეინარჩუნოს სხეული საუკეთესო ფიზიკურ ფორმაში.
სპეციალისტები გამოყოფენ რამდენიმე საკვებ პროდუქტს, რომელთა დახმარებითაც შეუნარჩუნებთ ორგანიზმს ჯანმრთელობას. ამ პროდუქტთა რიცხვს მიეკუთვნება: პომიდვრის წვენი, ნიგოზი, ვაშლი, როზმარინი, ავოკადო და სხვა მრავალი.
იხილეთ მცირე ინფორმაცია მათი სარგებელის შესახებ:
- პომიდვრის წვენი შეიცავს ლიკოპენს, უძლიერეს ანტიოქსიდანტს, რომელიც იცავს ტვინის უჯრედებს, გვინარჩუნებს და აუმჯობესებს მეხსიერებას.
- ნიგოზი აძლიერებს ტვინის სისხლძარღვებს. იგი შეიცავს დიდი რაოდენობით ომეგა-3-ის ცხიმოვან მჟავებს, რომელიც ხელს უწყობს ორგანიზმში ჟანგბადის ნაკადის ზრდას.
- ვაშლი მდიდარია ბოჭკოვანი ნივთიერებით და ძალიან სასარგებლოა ტვინის ჯანმრთელობისთვის.
- ჭარხალი არეგულირებს სისხლის მიმოქცევას და გაჯერებულია უამრავი სასარგებლო სააკვები ნივთიერებით.
- როზმარინი სურნელოვანი მცენარეა და გაჯერებულია თვისებებით, რომლებიც სასარგებლოა ორგანიზმის ჯანმრთელობისთვის.
- ავოკადო საოცარი ნაყოფია, რომლის დახმარებითაც შეძლებთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მრავალი პრობლემის მოგვარებას, განსაკუთრებით ააქტიურებს თავის ტვინში სისხლის მიმოქცევას.
გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები და დაამატეთ თქვენი კვების რაციონს ეს ბუნებრივი, ყველასთვის ხელმისაწვდომი, სასარგებლო პროდუქტები.
პერიოდულად უნდა მიიღოთ ბუნებრივი ინგრედიენტებით გაჯერებული სხვადასხვა სამკურნალო საშუალებები და ხელი შეუწყოთ ორგანიზმს ახალგაზრდობისა და ჯანმრთელობის შენარჩუნებაში.
ამჯერად, შემოგთავაზებთ სამკურნალო საშუალების რეცეპტს, რომლის წყალობითაც ორგანიზმს შეუნარჩუნებთ ჯანმრთელობას, მხედველობას, სმენას, გაიუმჯობესებთ მეხსიერებას, გაიძლიერებთ იმუნიტეტს.
სამკურნალო სიროფის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- 125 გრ პირშუშხა
- 4 ცალი ლიმონი
- 3 ს/კ თაფლი
- 2 ს/კ დარიჩინი
- ჯანჯაფილის ფესვურა (2 სმ-იანი)
მომზადების წესი:
პირშუშხა და ჯანჯაფილი დააბლენდერეთ, დაამატეთ ლიმონის წვენი, თაფლი, დარიჩინი და თქვეფთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. მზა მასა გადაიტანეთ მინის ქილაში.
მიღების წესი:
სიროფის 1 ს/კ მიიღეთ დღეში 2-ჯერ ჭამამდე ან ვარჯიშის წინ. სამკურნალო პროცედურების ხანგრძლივობა 3 კვირა.
გაითვაისწინეთ მოცემული რჩევები, მიიღეთ ბუნებრივი ინგრედიენტებით გაჯერებული სიროფი და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე.