
შემოგთავაზებთ უგემრიელესი, არომატული, ფუმფულა, ნიგვზის შიგთავსით მომზადებული ფუნთუშების რეცეპტს.
საოცრად გემრიელი ფუნთუშების მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ფქვილი 1 კგ
- კვერცხი 2 ცალი
- რძე 530 მლ
- შაქარი 210 გრ
- ნიგოზი 200 გრ
- კარაქი 200 გრ
- საფუარი 20 გრ
- ვანილის შაქარი 10 გრ
- ზეთი 2 ს. კ.
- მარილი 2 ჩ. კ.
- დარიჩინი 1 ჩ. კ. (სურვილისამებრ)
მომზადების წესი:
- 500 მლ თბილ რძეს დაამატეთ საფუარი და აურიეთ. შემდეგ დაამატეთ 130 გრ შაქარი, აურიეთ და გააჩერეთ 5 წუთი.
- ცალკე ათქვიფეთ კვერცხი და შეურიეთ რძიან მასას. ნელ-ნელა დაამატეთ ფქვილი, მარილი, 150 გრ გამდნარი კარაქი და მოზილეთ ცომი.
- თასს გადააფარეთ ტილო და საათ-ნახევარი გააჩერეთ სითბოში.
- შიგთავსის მოსამზადებლად მოხალეთ ნიგოზი, გააგრილეთ, დაყარეთ პერგამენტის ქაღალდზე გადაატარეთ ცომის გასაბრტყელებელი. 70 გრ კარაქი გაადნეთ. თბილ კარაქს შეურიეთ ნიგოზი, დარჩენილი შაქარი, დარიჩინი და 30 მლ რძე.
- გაფუებული ცომი გადმოიტანეთ ფქვილმოყრილ ზედაპირზე, გააბრტყელეთ დიდ ოთხკუთხედ ფენად და ცომზე შიგთავსი თანაბრად გაანაწილეთ.
- ცომი ჯერ ერთი ბოლოდან გადმოკეცეთ (შუამდე) და ზემოდან დაადეთ მეორე ნაწილი. მიიღებთ სამ ფენას (როგორც ფოტოზე არის მითითებული). შემდეგ დაჭერით მსხვილ ზოლებად და თითოეული ზოლი დაგრიხეთ.
- საცხობ ფორმაზე დააფინეთ პერგამენტი და დააწყვეთ ფუნთუშები. დაიცავით მანძილი.
- ფუნთუშებს ზემოდან გადაუსვით ათქვეფილი კვერცხის გული (1-2 ცალი) და 20 წუთი გააჩერეთ.
- ღუმელი გააცხელეთ 200 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 25 წუთი.
გემრიელად მიირთვით ოქროსფრად დაბრაწული ფუმფულა, არომატული ფუნთუშები და ისიამოვნეთ!