
ლიმონი, არომატული ციტრუსი, აქტიურად გამოიყენება როგორც კულინარიაში, ისე კოსმეტოლოგიური ხაზით. ამ საოცარი ციტრუსის საშუალებით მოიგვარებთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ უამრავ პრობლემას.
გაითვალისწინეთ, რომ ნაყოფზე არანაკლებ სასარგებლოა ცედრა. ლიმონის ქერქი გაჯერებულია სასაგებლო ნივთიერებებითა და ვიტამინებით.
ლიმონის ცედრა შეიცავს არომატულ ეთერზეთებს. ანთების საწინააღმდეგო თვისებებით მდიდარი ეთერზეთები აძლიერებს იმუნიტეტს, გამოდევნის ორგანიზმიდან ტოქსინებს და მავნე ნივთიერებებს, აძლიერებს კუნთებს და მოგიხსნით შეშუპებას, წმენდს ორგანიზმს, გაგათავისუფლებთ კუნთებისა და სახსრების ტკივილისგან.
ლიმონის ცედრა მდიდარია C, A, B1, B6_ვიტამინებით, მაგნიუმით, ფოსფორით, კალციუმით, კალიუმით, ბიოფლავონოიდებით, პექტინით, ფოლიუმის მჟავით. იგი 10-ჯერ მეტ ვიტამინებს შეიცავს, ვიდრე წვენი.
შემოგთავაზებთ ლიმონის ცედრის ბაზაზე მომზადებულ საოცრად ეფექტურ და უმარტივეს საშუალებათა რეცეპტებს, რომლებიც ეფექტურად გამოიყენება ანთებისა და ტკივილების, თუნდაც ქრონიკულის, პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის. გაითვალისწინეთ, რომ აუცილებლად უნდა გამოიყენოთ ორგანული ლიმონი.
სამკურნალო ზეთი
სამკურნალო ზეთის მოსამზადებლად დაგჭირდებათ 2 ცალი დიდი ლიმონის ქერქი. ლიმონის კანები დაჭერით მოთავსეთ მინის ქილაში, დაასხით 50-100 მლ ზეითუნის ზეთი. დაახურეთ ხუფი და დააყოვნეთ 2 კვირით.
2 კვირის შემდეგ სამკურნალო ზეთი მზად იქნება. მარლის საფენი გააჯერეთ მზა ნაზავით, დაიფინეთ დაზიანებულ ადგილებზე და სამოქმედოდ დაიტოვეთ მთელი ღამით.
ცადეთ შემოთავაზებული საშუალება და ტკივილებს უმოკლეს დროში დააღწევთ თავს. გისურვებთ ჯანმრთელობას!