ასე ვუმკურნალე ვენების ვარიკოზს მაშინ, როდესაც ბევრი სხვა საშუალება უძლური აღმოჩნდა

სისხლის მიმოქცევის მოშლისა და დარღვევის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებუი ფორმა ვენების ვარიკოზული გაგანიერებაა. ეს დაავადება იწვევს დიდ დისკომფორტს. ვარიკოზი, პირდაპირი და არაპირდაპირი მნიშვნელობით, შეიძლება გამოიწვიოს ისეთმა ფაქტორებმა,როგორიცაა:

  • გენეტიკა
  • ქოლესტერინის მაღალი დონე
  • პასიური ცხოვრების წესი
  • სიმსუქნე

და კიდევ მთავარი მიზეზი არის გულ-სისხლძარღვთა სისტემის დავადებები. სწორედ ამიტომ, გირჩევთ, რომ ყოველწლიურად ჩაიტაროთ გამოკვლევები კარდიოლოგთან და გამორიცხოთ რაიმე სერიოზული მიზეზები.

საუკეთესო, რასაც გააკეთებთ თქვენი ორგანიზმისთვის შეგიძლიათ, ცხოვრების ჯანსაღ სტილზე გადასვლაა, რაშიც იგულისხმება:

  • სწორი კვება
  • რეგულარული ფიზიკური დატვირთვა
  • მობილურობა, აქტიურობა დღის განმავლობაში

ასევე ექიმების რეკომენდაციით შეასრულეთ შემდეგი რჩევები:

  1. თუ მთელ დღეს ოფისში ატარებთ, ყოველ 2 საათში გააკეთეთ ვარჯიშები და გაჭიმვა.
  2. დაბანის დროს ცვალეთ წყალის ტემპერატურა, რადგანაც კონტრასტული ტემპერატურა აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.
  3. სისხლის გადინების სტიმულირებისათვის დროდადრო ფეხები აწიეთ.
  4. ყოველ დღე დაიმუშავეთ ფეხები 15-20 წუთის განმავლობაში ნებისმიერი ეთერზეთით.
  5. არ ჩაიცვათ ვიწრო ტანსაცმელი
  6. თუ თქვენ პლაჟზე ხართ ან ქუჩაში, აუცილებლად გამოიყენეთ მზისგან დამცავი საშუალებები.

გარდა ამ რეკომენდაციების გათვალისწინებისა, ძალიან დაგეხმარებათ ხალხური მედიცინის ნატურალური საშუალებები, რომელთა ეფექტურობა დროითა და გამოცდილებით არის დადასტურებული.

ბუნებრივი საშუალებების ეფექტურობა დამოკიდებული არის მათ სისტემატურ გამოყენებაზე. ეს საშუალებები აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ასევე ბევრი მათგანი გამოირჩევა ანთების საწინააღმდეგო თვისებებით.

როგორ ვუმკურნალოთ ვენების ვარიკოზს? 

ინგრედიენტები:

  • 1/2 ჩაის ჭიქა ალოე ვერას რბილობი
  • 1/2 ჩაის ჭიქა სტაფილო
  • ვაშლის ძმარი

ინსტრუქცია:

  1. სტაფილო გაასუფთავეთ კანისგან, დაჭერით პატარა კუბიკებად და მოათავსეთ ბლენდერში.
  2. დაუმატეთ ალოე ვერას რბილობი და ურიეთ მაღალ სიჩქარეზე ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
  3. წარმოქმნილ ბლანტ მასას დაუმატეთ იმ რაოდენობით ვაშლის ძმარი, რომ მიიღოთ თხელი კრემის კონსისტენცია.
  4. მზა საშუალება მოათავსეთ თქვენთვის მოსახერხებელ კონტეინერში, რომელსაც მჭიდროდ ეფარება თავსახური.

კანის პრობლემური მონაკვეთები კარგად დაიმუშავეთ ამ საშუალებით, გაიჩერეთ დაახლოებით 30 წუთით და შემდეგ ჩამოიბანეთ გრილი წყალით.

ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია გამოგადგებათ. აუცილებლად გაუზიარეთ სტატია მეგობრებსაც, რათა მათაც იცოდნენ ვენების ვარიკოზის სამკურნალო ამ ბუნებრივი საშუალების შესახებ. გისრუვებთ ჯანმრთელობას!