,,ჩიტის რძე“ ყველასთვის საყვარელი დესერტია. საოცრად გემრიელია შოკოლადის განაშით დაფარული კაკაოსა და ნაღების ფენები. შეგიძლიათ განაშის მოსამზადებლად მწარე შოკოლადი გამოიყენოთ და ტკბლისა და მწარის კომბინაციით დესერტს კიდევ უფრო საუცხოო არომატი შეჰმატოთ.
თეთრი ფენის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ჟელატინი 10 გრ
- რძე 125 გრ
- ნაღები 33%-იანი 200 მლ
- ვანილი
- შაქარი 60-90 გრ
შოკოლადის ფენის მოსამზადებლად დაგჭირდებათ იგივე ინგრედიენტები +1 ს. კ. კაკაო.
შოკოლადის განაშის მოსამზადებლად დაგჭირდებათ 100 გრ შავი შოკოლად და 60 გრ ნაღები. მოცემული ინგრედიენტები გაადნეთ ორთქლის აბაზანაზე.
მომზადების წესი:
- საცხობი ფორმის ძირი და გვერდები დაფარეთ ცელოფანი ან გამოიყენეთ სილიკონის ფორმა.
- ჟელატინს დაასხით რძე და მოამზადეთ შეფუთვაზე მითითებლი წესის მიხედვით. ცივ ნაღებს დაამატეთ შაქარი, ვანილი და მიქსერით კარგად ათქვიფე. მიიღებთ არაჟნისებურ მასას.
- აფუებული ჟელატინი გაადნეთ ორთქლის აბაზანაზე და განუწყვეტლივ ურიეთ. მზა ჟელატინის მცირე ნაწილი დაამატეთ ნაღებიან მასას და კარგად ათქვიფეთ.
- გირჩევთ, მოცემული მასები ასე ნელ-ნელა აურიოთ ერთმანეთში, წინააღმდეგ შემთხვევაში, ერთგვაროვან მასას ვერ მიიღებთ. თეთრი ფენა მზად არის. მზა მასა გადაიტანეთ საცხობ ფორმაში და 30 წუთით შედეთ მაცივარში.
- შოკოლადის ფენის მოსამზადებლად დაგჭირდებათ იგივე ინგრედიენტები და პროცედურები, უბრალოდ იმ განსხვავებით, ნაღებისა და შაქრის ათქვეფის პროცესში ამატებთ კაკაოს ფხვნილს. მაცივრიდან გამოიღეთ ფორმა და თეთრ ფენას ზემოდან დაასხით შავი მასა. დესერტი კვლავ შედეთ მაცივარში.
- მზა დესერტი ფრთხილად გადმოიღეთ ლანგარზე, ცელოფანი მოხსენით და ზემოდან დაფარეთ შოკოლადის განაშით.
უგემრიელესი და უნაზესი ,,ჩიტის რძე“ თქვენი ოჯახის წევრების საყვარელი დესერტი გახდება. მოამზადეთ ტკბილი საოცრება და გემრიელად მიირთვით!