თანამედროვე სამზარეულოს ტექნიკა უამრავ ფუნქციას ფლობს, მისი მოვლა და განთავსება მოსახერხებელია. თუმცა ასეთი ტექნიკის შეძენა ყველას არ შეუძლია. სწორედ ამიტომ, ბევრი დიასახლისი ძველი ტექნიკის ერთგული რჩება და მასზე შეძლებისდაგვარად ზრუნავს. მაგალითად, გაზქურა. დამეთანხმეთ, ეს არც თუ ისე სასიამოვნო პროცესია და ხშირად დიდი დრო მიაქვს. დღეს გიამბობთ, როგორ გაწმინდოთ გაზქურის სახელურები მხოლოდ 2 წუთში. ეს საკმაოდ რეალურია.
საშუალება №1
დიასახლისების ყველაზე საყვარელი ზედაპირის საწმენდი საშუალება – ნიშადური-ანისულის წვეთები. ის დაუყონებლივ მოქმედებს და სამზარეულოში ყველაზე სერიოზულ ჭუჭყსაც უმკლავდება.
პროცედურისთვის დაგჭირდებათ კბილის ჯაგრისი, ბამბის ჩხირები და ნიშადური-ანისულის წვეთების ბოთლი. ხელთათმანები გაიკეთეთ და ბამბაზე საშუალება დააწვეთეთ. ამით ჭუჭყიანი ადგილი გაწმინდეთ.
კუთხეებს საშუალება უხვად წაუსვით. ზედაპირსა და სახელურებს შორის ბევრი ცხიმი გროვდება. ჩამჯდარ ჭუჭყს კბილის ჯაგრისით ან უხეში ღრუბლით მარტივად მოიშორებთ.
საშუალება №2
ცხიმის ახალ ლაქას სოდა შესანიშნავად უმკლავდება, მაგრამ ზედაპირის ძველ ცხიმს უფრო მეტი ძალისხმევა სჭირდება. სველი ღრუბლით სოდის სქელი ფენა ჭუჭყიან ადგილს წაუსვით.
ახლა ხელთათმანები გაიკეთეთ და წრიული მოძრაობით სოდა ლაქაში შეაზილეთ. რამდენიმე წუთში შედეგს დაინახავთ. ძალიან ჩამჯდარი ჭუჭყი შეგიძლიათ სოდით და კბილის ჯაგრისით მოიშოროთ.
საშუალება №3
ნიშადურის სპირტი თავისი გამწმენდი თვისებით ცნობილია. წყალში 1:1 პროპორციით გააზავეთ. ნარევში ბამბა დაასველეთ და ჭუჭყიან ადგილს წაუსვით. 5 წუთში შეგიძლიათ ჭუჭყი ჩვრით გადაწმინდოთ.
თუ ლაქა ძალიან ჩამჯდარია, მის მოშორებას კბილის ჯაგრისით შეძლებთ. ეს ბოლო ვარიანტია არაა, თუ როგორ გაწმინდოთ გაზქურის სახელურები ხალხური მეთოდებით, მაგრამ ჩვენი მეთოდები გამოცდილია, ამიტომ შეგიძლიათ თამამად გამოიყენოთ!
ახლა უკვე იცით, როგორ გაწმინდოთ გაზქურის სახელურები ცხიმისგან. თითოეული ჯადოსნური მეთოდი დღესასწაულების დღეებში გამოიყენეთ. ამ დროს გაზქურა ხშირად ჭუჭყიანდება. მით უმეტეს, გაზქურის გაწმენდაზე მხოლოდ 5 წუთს დახარჯავთ. თქვენ როგორ ზრუნავთ სამზარეულოს დამხმარეზე?