შემოთავაზებული დესერტის შესამკობად სიტყვების მოძებნაც კი ძნელია. ,,ალუბლები თოვლის ქვეშ“_მოდით, ასე ვუწოდოთ ამ საოცრებას. ულამაზესი ტორტი ალუბლებით, ფხვიერი ცომითა და მერინგით (ბეზე) დაუჯერებლად გემრიელია. ალუბლის ნაცვლად შეგიძლიათ მარწყვი, ჟოლო, მოცხარი და მაყვალი გამოიყენოთ.
დესერტის ცომის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- დარბილებული კარაქი ან მარგანინი 150 გრ
- შაქარი 2 ს. კ.
- მარილი მწიკვი
- 4 კვერცხის გული
- გამაფხვიერებელი 1 ჩ. კ.
- ფქვილი 2,5 ჩ. ჭ.
- ვანილი
გულსართის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ალუბალი 500 გრ (შეგიძლიათ გაყინულიც გამოიყენოთ)
- სახამებელი 1 ს. კ.
- შაქარი 2 ს. კ.
ბეზეს მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
- 4 კვერცხის ცილა
- შაქარი 100 გრ
- ვანილი
- ლიმონმჟავა მწიკვი
მომზადების წესი:
- პირველ რიგში, ალუბალი დაკურკეთ.
- დარბილებულ კარაქს დაამატეთ მარილი, შაქარი, კვერცხის გული (ცილა მაცივარში შედეთ), ვანილი და მიქსერით კარგად ათქვიფეთ.
- თქვეფთ 2 წუთის განმავლობაში. ნელ-ნელა შეაზილეთ ფქვილი გამაფხვიერებელთან ერთად. ცომი უნდა იყოს რბილი და ელასტიური.
- გამოსაცხობად დაგჭირდებათ 22 სმ დიამეტრის საცხობი ფორმა. გადაიტანეთ ცომი და ხელით გააბრტყელეთ. კიდეები საცხობი ფორმის კედლების ნახევრამდე ამოიყვანეთ.
- ალუბალს დაამატეთ შაქარი, სახამებელი, აურიეთ და გადაიტანეთ საცხობ ფორმაში. შაქარი ნაყოფს დაატკბობს, ხოლო სახამებელი შთანთქავს ზედმეტ ტენიანობას.
- ფორმა 15-25 წუთით შედეთ 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში. გამოცხობამდე ამზადებთ ბეზეს. კვერცხის ცილა კარგად ათქვიფეთ და ნელ-ნელა დაამატეთ შაქარი, ვანილი, ლიმონმჟავა. მიიღებთ ღრუბელივით მასას.
- ნახევრად მომზადებული ნამცხვარი გამოიღეთ ღუმელიდან და ბეზე ალუბალზე თანაბრად გაანაწილეთ. ღუმელი დააყენეთ 150 გრადუსზე და გააგრძელეთ ცხობა.
ნამცხვრის სრულ მომზადებამდე დაგჭირდებათ 10-12 წუთი, სანამ ბეზე არ გახდება ღია კრემისფერი. დესერტი ღუმელიდან მაშინვე არ გამოიღოთ. დამერწმუნეთ, თქვენი ნახელავით იამაყებთ.