ნებისმიერ ასაკში მიმზიდველად რომ გამოიყურებოდეთ, გმოიყენეთ საშინაო, ხელმისაწვდომი ნიღაბი

961

სახის კანზე, ყელზე და მკერდის ზონაზე ნაოჭებისა და პიგმენტური ლაქების წარმოქმნას იწვევს მზის ზემოქმედება, ქარი, სტრესები, არასწორი კვება, მავნე ჩვევები და კანის მოუვლელობა. საბედნიეროდ, ბუნებრივი პროდუქტების რეგულარულად გამოყენება გაძლევთ იმის საშუალებას, რომ კიდევ დიდი ხნით შეინარჩუნოთ ახალგაზრდობა.

შემოგთავაზებთ საოცრად ეფექტური ნიღაბის რეცეპტს, რომლის  ძირითადი ინგრედიენტი სიმინდის სახამებელია. იგი გამოიყენება დამწვრობების, ფეხის სოკოს სამკურნალოდ. სიმინდის სახამებელს გამოიყენებენ როგორც მშრალ შამპუნს.

გარდა ამისა, სიმინდის სახამებელს აქვს უნარი აღკვეთოს კანის ნაადრევი დაბერება და განკურნოს დაზიანებული უჯრედები. სწორედ ამიტომ, იგი აქტიურად გამოიყენება ხელნაკეთი  ნიღბების მოსამზადებლად.

ნიღაბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • სიმინდის სახამებელი 2 ჩ. კ.
  • გახეხილი სტაფილი 1 ს. კ.
  • იოგურტი ან მაწონი, ან არჟანი 1 ს. კ.
  • წყალი 50 მლ

მომზადებისა და გამოყენების წესები:

  1. სახამებელს დაასხით ცხელი წყალი, კარგად გახსენით და დადგით საშუალო ცეცხლზე, აადუღეთ, გადმოდგით და ცოტა ხნით გააჩერეთ.
  2. გახეხილ სტაფილოს დაამატეთ იოგურტი და ხის კოვზით კარგად აურიეთ. მზა ნარევი დაამატეთ თბილ სახამებელს და აურიეთ ისე, რომ მიიღოთ ერთგვაროვანი მასა.
  3. ნიღაბი დაიტანეთ წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე, ყელზე, მკერდის ზონაზე და წრიული მოძრაობებით, ფუნჯის ან თითების საშუალებით, კარგად შეიზილეთ.
  4. სამოქმედოდ დაიტოვეთ 15 წუთით. ნიღაბის ნარჩენები თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ნიღაბი გამოიყენეთ კვირაში 1-3-ჯერ, დამოკიდებულია თქვენი კანის მდგომარეობაზე.

მოამზადეთ უმარტივესი ხელნაკეთი ნიღაბი და იზრუნეთ თქვენს სილამაზეზე!