შემოგთავაზებთ კეფირის ბაზაზე მომზადებული რბილი და უგემრიელესი დესერტის რეცეპტს. პეროგი უმარტივესი მოსამზადებელია. ცოტაოდენი ძალისხმევა და რამდენიმე წუთში თქვენს სამზარეულოს საოცარი სურნელი მოიცავს.
მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- 200 გრ ფქვილი
- 200 მლ ზეთი
- 150 გრ შაქარი
- 2 ცალი კვერცხი
- 1 ჩ. ჭ. კეფირი
- 1 ჩ. კ. გამაფხვიერებელი
- ვანილი
მომზაების წესი:
- კვერცხი და შაქარი კარგად ათქვიფეთ. შემდეგ დაამატეთ ზეთი, კეფირი, ვანილი.
- ფქვილისა და გამაფხვიერებლის ნარევი ნელ-ნელა დაამატეთ კვერცხიან მასას. მიიღებთ თხელ, არაჟნისებურ მასას. სურვილისამებრ დაამატეთ ქიშმიში ან დაჭრილი ნიგოზი.
- საცხობ ფორმას (22 სმ დიამეტრის) წაუსვით ზეთი, გადაიტანეთ მზა მასა და თანაბრად გაანაწილეთ.
- ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 30-35 წუთი.
თბილ პეროგს მოაფრქვიეთ შაქარის ფხვნილი და გემრიელად მიირთვით.