ყველა ადამიანის ოცნებაა, რაც შეიძლება დიდი ხნით შეინარჩუნოს ახალგაზრდობა. განსაკუთრებულ ღელვასა და ფორიაქს იწვევს კანზე გაჩენილი სიბერის პირველი ნიშნები.
საბედნიეროდ, კანის გაახალგაზრდავება, ნაოჭების გასასწორება და პიგმენტური ლაქების გაქრობა შესაძლებელია ისეთი უმარტივესი პროდუქტებით, რომლებიც ყველასთვის ხელმისაწვდომია.
შემოგთავაზებთ გამაახალგაზრდავებელი ნიღაბის რეცეპტს. იხილეთ მცირე ინფორმაცია, თუ რა სარგებლობა მოაქვს ნიღაბის შემადგენლობაში შემავალ თითოეულ ინგრედიენტს თქვენი კანისთვის.
- ბანანი მდიდარია საკვები ნივთიერებებითა და ვიტამინებით, რომლებიც კვებავს თქვენს კანს. ბანანი ნაოჭების საწინააღმდეგო ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.
- იოგურტის შემადგენლობაში შემავალი რძემჟავა შვრიის ფანტელებთან კომბინაციაში საუკეთესო ამქერცლავი საშუალებაა.
- თაფლი კანის დამატენიანებელი და სადენზიფექციო საშუალებაა.
ნიღაბი შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი ტიპის კანისთვის, განურჩევლად სქესისა და ასაკისა. შეგიძლიათ გამოიყენოთ ყოველ დღე.
გაითვალისწინეთ, რომ კომერციული საშუალებებისგან განსხვავებით, შემოთავაზებული ნიღაბი თავდაპირველად ნელა მოქმედებს, მაგრამ ძალიან კარგი და სტაბილური შედეგი გექნებათ.
კომერციული საშუალებები შეიცავს ქიმიურ ნივთიერებებს და საკმაოდ ძვირადღირებულია. გირჩევთ, მოვამზადოთ მარტივი ბიუჯეტური ხელნაკეთი საშუალებები და ვიზრუნოთ, რაც შეიძლება დიდი ხნით შევინარჩუნოთ ახალგაზრდობა.
სახის გამაახალგაზრდავებელი ნიღაბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- დაჭყლეტილი ბანანი 1 ს. კ.
- შვრიის დაფქვილი ფანტელი 3 ს. კ.
- იოგურტი (ხაჭო, კეფირი, რძე, არაჟანი) 1 ჩ. კ.
- თაფლი 1 ჩ. კ.
- 1 ცალი კვერცხის გული ან მწყრის კვერცხი 1 ცალი
მომზადებისა და გამოყენების წესები:
- მოცემული ინგრედიენტები აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
- ნიღაბის გამოყენებამდე სახე კარგად დაიბანეთ და 1-2 წუთით დაიფინეთ ცხელ წყალში დასველებული პირსახოცი. ამ გზით ხელს შეუწყობთ ფორების გახსნას.
- შემდეგ ნიღაბი დაიტანეთ სახის კანზე, ყელზე, მკერდზე და სამოქმედოდ დაიტოვეთ 15-20 წუთი. ნიღაბის ნარჩენები ჯერ თბილი წყლით ჩამოიბანეთ, შემდეგ_ცივით.
პროცედურის ბოლოს თხელ ფენად წაისვით ქოქოსის ზეთი. გამოიყენეთ შემოთავაზებული ნიღაბი და მიღებული შედეგით ისიამოვნეთ!