სერიოზული შეცდომები, რომელიც თმაზე ზრუნვისას თავიდან უნდა აირიდოთ

728
ფოტო: jcrmatias2016 on Pixabay

სილამაზე უამრავი დეტალისგან შედგება. დარწმუნებით შეიძლება იმის თქმა, რომ ჯანსაღი და კარგად მოვლილი თმა ერთ-ერთი მთავარი ასპექტია მიმზიდველი იმიჯის შექმნის დროს.

არასწორი შამპუნის არჩევა

სწორი შამპონის არჩევა სასიცოცხლო ასპქტია თმის მოვლისას. ყიდვისას დარწმუნდით, რომ შამპუნი სწორედ თქვენი თმის ტიპს შეესაბამება.

თმის ხშირად/არასაკმარისად დაბანა

დაბანის სწორი რაოდენობა თმის ტიპზე და წყლის ხარისხზეა დამოკიდებული. თუკი თქვენი თმა ზეთიანი თმების კატეგორიაში შედის, მაშინ სჯობს იგი 1-2 დღეში ერთხელ დაიბანოთ.

შამპუნის არასწორად წასმა

დაივარცხნეთ თმა დაბანამდე და გამოიყენეთ მისი სიგრძის შესაბამისი შამპუნის რაოდენობა, რათა ზედმეტი პროდუქტი არ გამოიყენოთ. წაისვით შამპუნი თმის ძირებზე და შეეხეთ თავის ქალას მხოლოდ თქვენი თითების რბილი ნაწილით.

თმის დატენიანების დავიწყება

თმა ტენიანობას მალე კარგავს. ასეთ დროს შეგიძლიათ თმის სპეციალური მასკები გამოიყენოთ ან დაბანისას გამოიყენეთ ბალზამი შამპუნის ჩამორეცხვის შემდეგ. ბალზამის სწორად გამოყენებისთვის იგი წაუსვით თმას სიგრძეზე და თავიდან აირიდეთ პირდაპირ კანზე წასმა.

წყლის არასწორი ტემპერატურა

ბევრი ადამიანი ზედმეტად ცხელ წყალს იყენებს თმის დასაბანად, რაც სერიოზული შეცდომაა. თბილი წყლის გამოყენებით გახსნით ზეთის ჯირკვლებს, მოიშორებთ მტვერს და გააუმჯობესებთ სისხლის მიმოქცევას.

თმის გამშრალება პირსახოცით

გამშრალების შემდეგ არ შემოიკრათ პირსახოცი თმაზე, რადგან ამან შეიძლება თმის ნაწილაკები დააზიანოს. თუკი თმის სწრაფად გამშრალება გჭირდებათ, გამოიყენეთ ბამბის მაისური პირსახოცის მაგივრად.

ხშირი და უხეში დავარცხნა

ხშირი დავარცხნით შეიძლება თმა ზედმეტად გაწელოთ. მოერიდეთ დაბანის შემდეგ მაშინვე თმის დავარცხნას და დაელოდეთ ღერების გაშრობას. ამ დროს აუცილებლად გამოიყენეთ ფართოკბილებიანი სავარცხელი.

არაჯანსაღი დიეტა

ცუდად დაბალანსებული დიეტა და არაჯანსაღი კვების განრიგი ორგანიზმს ხელს უშლის ვიტამინებისა და მინერალების მარაგის განახლებაში. თუკი ეს სიტუაცია ნორმად გექცევად, მაშინ დაემშვიდობეთ ჯანსაღ და ლამაზ თმას, რადგან მისი სიჯანსაღისათვის სწორედ საკმარისი რაოდენობის პროტეინების მიღებაა საჭირო.

ქუდის დაფარებაზე უარის თქმა

კარგ გუდს შეუძლია თქვენი თმა საზიანო მზის სხივებისგან დაიცვას. ასევე ბამბის ქუდი თქვენს თავს სიცივისგან იცავს, რაც საზიანოა თმის ღერებისათვის. აუცილებელია აარჩიოთ ისეთი დიზაინის მქონე ქუდი, რომელიც ზედმეტად მჭიდროდ არ შებოჭავს თქვენს თმას.

სავარცხელის გარეცხვა

თქვენს სავარცხელს გარეცხვა სჭირდება თბილ წყალში კვირაში ერთხელ. ასევე სჯობს ძალიან ძველი სავარცხლები ახლით ჩაანაცვლოთ.

ჩამოშვებული თმით ძილი

თუკი თქვენი თმა გრძელი ან საშუალი სიგრძისაა, სჯობს იგი დაიწნათ ან შეიკრათ ლოგინში დაწოლის წინ. ეს მისი აბურდვისგან დაგიცავთ. ამის შედეგად დილას თავის მოწესრიგებაში ბევრად უფრო ნაკლებ დროს დახარჯავთ