კრუნჩხვა შეიძლება შედეგი იყოს მაგნიუმის, კალციუმის, B ჯგუფის ვიტამინების დეფიციტის. ამ უსიამოვნო პრობლემის გამომწვევი მიზეზები შეიძლება იყოს დიაბეტი, დაბალი ტემპერატურის ზემოქმედება, სისხლის მიმოქცევის პრობლემები, ჰიპოთირეოზი, ანემია, სტრესი.
სანამ იმას გავარკვევდეთ, თუ როგორ შევაჩაროთ კრუნჩხვები და დავაღწიოთ ამ უსიამოვნო პრობლემას თავი, საჭიროა დავადგინოთ გამომწვევი მიზეზი.
გაითვალისწინეთ, თუ კრუნჩხვები გამოწვეულია მინერალების დეფიციტით, კვების რაციონს დაამატეთ მაგნიუმით, ნატრიუმით, კალციუმითა და კალიუმით მდიდარი პროდუქტები, ხილი, ბოსტნეული, თხილი, კენკრა, ციტრუსები, რომლებიც შეიცავს დიდი რაოდენობით C ვიტამინს, ააქტიურებს სისხლის მიმოქცევას და აუმჯობესებს უჯრედების ჟანგბადით მომარაგებას.
თუ ფიზიკურად აქტიურ ცხოვრებას ეწევით, უნდა მიიღოთ დიდი რაოდენობით წყალი. ასევე კარგი იქნება, თუ დილას დაიწყებთ გაწელვებითა და მსუბუქი გამახურებელი ვარჯიშებით, რათა შეძლოთ კავშირის გაძლიერება სონსორულ და ტვინის რეცეპტორებს შორის.
შემოგთავაზებთ საოცრად ეფექტური საშუალებების რეცეპტებს, რომელთა წყალობით შეძლებთ კრუნჩხვებისგან გათავისუფლებას და უზრუნველყოფთ მშვიდ ძილს.
რეცეპტი N1
კარგად გარეცხეთ 3 ღერი ნიახური და მცირე რაოდენობით წყალთან ერთად დააბლენდერეთ. შემდეგ 1 ფორთოხლიდან გამოწურეთ წვენი და დაამატეთ ნიახურს. მზა ნარევის 1 ჩ. ჭ. მიიღეთ დღეში ერთხელ კვებათა შორის.
რეცეპტი N2
პომიდორი დაჭერით და დააბლენდერეთ, დაამატეთ დაჭრილი კიტრი, რამდენიმე ღერი ოხრახუში და დააბლენდერეთ. ბოსტნეულის სმუზი მიიღეთ საუზმემდე 30 წუთით ადრე.
რეცეპტი N3
100 მლ წყალში ჩაალბეთ 2 ს. კ. სეზამის მარცვლები და გააჩერეთ 2-3 საათი. შემდეგ ნარევი გადაიტანეთ ბლენდერში და დაამატეთ 1 მწვანე ვაშლი, ნახევარი ბანანი, 1 ჩ. კ. თაფლი და დააბლენდერეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
სმუზი მიიღეთ დღეში ერთხელ, თქვენთვის სასურველ დროს. გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები, მოამზადეთ უმარტივესი საშუალებები და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე!