ფეხების აბაზანები, რომლებიც დაგირბილებთ კანს და გაგიუმჯობესებთ სისხლის მიმოქცევას კიდურებში

გაუფრთხილებლობამ და დაუდევრობამ შეიძლება გამოიწვიოს კანის გამოშრობა და ნახეთქების გაჩენა.

შემოგთავაზებთ ფეხების კანის დასარბილებელი აბაზანების რამდენიმე ვარიანტს. ამინდის მოულოდნელმა ცვლილებამ, ჰორმონულმა დარღვევებმა და უყურადღებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს ფეხების მდგომარეობაზე. ეს ფაქტორები გავლენას ახდენს კანის სიმშრალეზე და იწვევს ისეთ პრობლემებს, როგორიცაა, სოკოვანი ინფექციები, კოჟრები და ნახეთქები.

სტატიაში შემოგთავაზებთ ბუნებრივი ინგრედიენტებით გაჯერებული აბაზანების რეცეპტებს, რომელთა საშუალებით მოიხსნით მთელი დღის დაძაბულობას და დაიამებთ ტკივილებს.

1. აბაზანები ვაშლის ძმრითა და ნუშის ზეთით

წყლის, ვაშლის ძმრისა და ნუშის ზეთის ნარევს ბევრი სარგებელის მოტანა შეუძლია ორგანიზმისთვის. პირველ რიგში, ძმარი ხელს უშლის სოკოვანი ინფექციებისა და ბაქტერიების ზრდას.

ნუშის ზეთს დამატენიანებელი ეფექტი აქვს, ამიტომ ეფექტურად უმკლავდება კანის სიმშრალეს და მოგაშორებთ მკვდარ უჯრედებს.

საჭირო ინგრედიენტები:

  • ვაშლის ძმარი ½ ჩ. ჭ.
  • ცხელი წყალი 1 ლ
  • ნუშის ზეთი 2 ს. კ.

მომზადების წესები:

ვაშლის ძმარი გახსენით 1 ლ წყალში, შემდეგ დაამატეთ ნუშის ზეთი და კარგად აურიეთ.

გამოყენების წესები:

ფეხები 15-20 წუთით დააყოვნეთ აბაზანაში. პროცედურები ჩაიტარეთ კვირაში 2-ჯერ.

2. ზღვის მარილის, სოდისა და ლავანდის ზეთის აბაზანა

შემოთავაზებული აბაზანა მოგიხსნით დაძაბულობას და გაგიუმჯობესებთ სისხლის მიმოქცევას. აბაზანები გაიკეთეთ კვირაში 2-3-ჯერ. მისი წყალობით მოიშორებთ მკვდარ უჯრედებს და ხელს შეუწყობთ კანის სირბილესა და სიგლუვეს.

საჭირო ინგრედიენტები:

  • ზღვის მარილი 4 ს. კ.
  • სოდა 6 ს. კ.
  • ლავანდის ეთერზეთი 10 წვეთი
  • ცხელი წყალი 1,5 ლ

მომზადების წესები:

ცხელ წყალს დაამატეთ მოცემული ინგრედიენტები და ფეხები ჩაყავით 20 წუთი.

3. თიხის აბაზანები

თიხა სასარგებლო თვისებების წყალობით აქტიურად გამოიყენება ნატურალურ კოსმეტიკაში. მისი დახმარებით შეძლებთ კოჟრებისა და მკვდარი უჯრედების მოშორებას. ამავე დროს მისი საკვები ნივთიერებები აღწევს კანში და აჯანსაღებს მას.

საჭირო ინგრედიენტები:

  • ზღვის მარილი 6 ს. კ. (90 გრ)
  • ცხელი წყალი 1,5 ლ
  • კრაზანა 1 ჩ. კ. (7 გრ)
  • კოსმეტიკური თიხა ½  (100 გრ)

მომზადების წესები:

  1. აიღეთ თასი, ჩაყარეთ ინგლისური მარილი, დაასხით ცხელი წყალი, დაამატეთ კრაზანა, კოსმეტიკური თიხა და კარგად აურიეთ. მომზადებულ აბაზანაში ფეხები გააჩერეთ 20 წუთი.
  2. პროცედურები ჩაიტარეთ კვირაში 3-ჯერ.

აირჩიეთ თქვენთვის სასურველი საშუალება, გაიკეთეთ აბაზანები და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზეზე.