სეზონის ჰიტი. გოგრის ეს ნამცხვარი იმდენად გემრიელი გამოდის, ჩემს ოჯახში საკმარისი არასდროსაა

შემოგთავაზებთ ახალს, განსხვავებულს და საოცრად არომატული, ნაზი, ჰაეროვანი დესერტის რეცეპტს. შემოთავაზებული ნუგბარი უბრალოდ შეუდარებელია.

დესერტის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • გოგრა 300 გრ
  • კვერცხი 5 ცალი
  • კეფირი 230 მლ
  • ზეთი 150 მლ
  • მანანის ბურღული (წმინდა) 280-300 გრ
  • შაქარი 150 გრ
  • მარილი ¼ ჩ. კ.
  • გამაფხვიერებელი 18 გრ
  • 1 ცალი ფორთოხლის ცედრა და წვენი
  • ნიგოზი 100 გრ
  • დარიჩინის ფხვნილი 1 ჩ/კ
  • ვანილი 2 გრ ან ვანილის ექსტრაქტი 1 ჩ/კ

დასანამი სიროფის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ფორთოხლის წვენი 50 მლ
  • წყალი 200 მლ
  • შაქარი 150 გრ

მომზადების წესი:

  1. ამზადებთ ინგრედიენტებს. ნიგოზი საშუალო ზომის ნაჭრებად დაჭერით. შემდეგ დაყარეთ მშრალ ტაფაზე და მოხალეთ 2 წუთის განმავლობაში.
  2. მსხვილ სახეხზე გახეხეთ ფორთოხალი (თეთრი ნაწილი არ შეაყოლოთ) და ცედრა ცალკე თეფშზე მოათავსეთ. ფორთოხლიდან გამოწურეთ წვენი და გვერდზე გადადეთ. გოგრა გახეხეთ საშუალო სახეხზე.
  3. მოზრდილ თასში მოათავსეთ კვერცხი, მარილი, შაქარი და მიქსერით კარგად ათქვიფეთ. თქვეფთ 5 წუთის განმავლობაში. დაამატეთ კეფირი, ზეთი და აურიეთ. შემდეგ დაამატეთ ვანილი, დარიჩინი, ფორთოხლის ცედრა, მანი გამაფხვიერებელთან ერთად და კარგად აურიეთ.
  4. ბოლოს დაამატეთ გახეხილი გოგრა და კოვზით  კარგად აურიეთ. შემდეგ დაამატეთ ნიგოზი (ზემოდან მოსაფრქვევად დაიტოვეთ). თუ მასა ცოტა თხელი გამოგივიდათ 10 წუთი  გააჩერეთ. მანი გაფუვდება და მიიღებთ საჭირო სისქის ცომს (ცომი თხელი არ უნდა იყოს).
  5. ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. მზა მასა გადაიტანეთ საცხობ ფორმაში (24 სმ დიამეტრის), რომელშიდაც  ცხიმწასმული პერგამენტის ქაღალდი გაქვთ ჩაფენილი. გამოსაცხობად დაგჭირდებათ 40-45 წუთი. მზად ყოფნა შეამოწმეთ კბილის ჩხირით.
  6. ახლა ვამზადებთ დასანამს. პატარა ქვაბში ჩაასხით წყალი, დაამატეთ შაქარი, ფორთოხლის წვენი და აურიეთ. ნარევი ადუღებისთანავე გადმოდგით ცეცხლიდან.
  7. მზა დესერტი ფორმაშივე დაჭერით სასურველ ნაჭრებად,  მოასხით ცხელი სიროფი და დააყოვნეთ გაგრილებამდე. ზემოდან მოაყარეთ ნიგოზი.

მოამზადეთ გოგრის, მოხალული ნიგვზის, დარიჩინისა და ფორთოხლის არომატით გაჯერებული შეუდარებელი დესერტი, გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ!