როგორ გავიწმინდოთ სხეული და ნაწლავები წიწიბურას დახმარებით

შემოგთავაზებთ ხალხური მედიცინის ერთ-ერთი საშუალების რეცეპტს, რომლის ძირითადი იგრედიენტი წიწიბურაა. რეცეპტი დედისგან მივიღე მემკვიდრეობით და არაერთხელ გამომიყენებია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების მოსაგვარებლად. მსურს ჩემი გამოცდილება თქვენც გაგიზიაროთ.

შემოთავაზებული საშუალება წმენდს სისხლძარღვებს, ამცირებს ქოლესტერინის დონეს, წმენდს ნაწლავებს ტოქსინებისგან, ნარჩენებისგან, არეგულირებს წნევასა და ნივთიერებათა ცვლის პროცესებს. სულ რამდენიმე გამოყენების შემდეგ იგრძნობთ ძალის მომატებას, ხოლო ერთი თვის შემდეგ წნევა ნორმალიზდება და მცირდება გულ-სისხლძარღვთა დაავდებების განვითარების საფრთხე.

სამკურნალო საუალება მიიღეთ დღეში 2-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე მიიღეთ 100-150 მლ წიწიბურას კისელი და მიირთვით 1 ჩ. კ. თაფლი (კისელს არ დაამატოთ). მკურნალობის ხანგრძლივობა 1 თვე.

როგორ მოვამზადოთ წიწიბურას კისელი?   

სამკურნალო საშუალების მოსამზადებლად დაგჭირდებათ 3-4 ს. კ. წიწიბურას ფქვილი (წიწიბურა დაფქვით ყავის საფქვავში), დაამატეთ 1 ჩ. ჭ. ცივი წყალი, კარგად მოურიეთ, დადგით დაბალ ცეცხხლზე და ნელ-ნელა დაამატეთ 1 ლ ადუღებული წყალი. ხარშეთ 5-10 წუთის განმავლობაში და სანამ გადმოდგავთ ცეხლიდან დაამატეთ 1 ს. კ. ზეითუნის ზეთი.                                                                                                                                                                            გაითვალისწინეთ შემოთავაზებული რჩევა, მოამზადეთ წიწიბურას გამწმენდი კისელი და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე.