მსოფლიოში ნახევარ მილიარდზე მეტი ადამიანია ჭარბწონიანი, თუმცა სიმსუქნე უამრავი ფაქტორის დამსახურებაა და მხოლოდ არაჯანსაღი საჭმელი არ არის დამნაშავე ამაში ყოველთვის. სწორედ ამიტომ წარმოგიდგენთ დანარჩენ სამეცნიერო ფაქტორებს, რომლის გამოც თქვენ შეიძლება გასუქდეთ, როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს ეს ფაქტი:
ოჯახური ვახშმისგან თავის არიდება
კვლევებმა აჩვენა, რომ ოჯახური კერძები ჭარბწონიანობისგან გვიცავს. ამის მიზეზი ისაა, რომ ოჯახის წევრებთან ერთად თავმოყრა ემოციური კავშირის გაბმაში გვეხმარება და უფრო ჯანსაღი კვებისკენ გვიბიძგებს. სტატისტიკის მიხედვით ბავშვები, რომლებიც კვირაში მინიმუმ სამჯერ ჭამენ ოჯახურ ვახშამს, 24 პროცენტით უფრო მეტად იხრებიან ჯანსაღი კვებისკენ.
დაბადების წელი
კვლევების მიხედვით 1942 წლის შემდეგ დაბადებული ადამიანები შეიძლება FTO გენით იყვნენ დაბადებულები, რაც ჭარბწონიანობის რისკს უფრო მეტად ზრდის.
კლასიკური მუსიკა რესტორნებში
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ უფრო მეტი საკვები და ყავა ისმევა რესტორნებში მაშინ, როდესაც კლასიკური მუსიკაა ჩართული.
ღამით მუშაობა
ადამიანები დაპროგრამებულები არიან სიბნელის დროს დაძინებაზე და დღისით ჭამაზე. ღამით მუშაობა წონაში მატებას იწვევს, რადგან ეს ფიზიოლოგიურ ციკლს არღვევს.
ძილის ნაკლებობა
მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ ძილის ნაკლებობა გასუქებას იწვევს. ძილი ენერგიის მეტაბოლიზმში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. შესაბამისად თუკი საკმარისად არ გვძინავს, მაშინ უფრო მეტს ვჭამთ რადგან ეს ფიზიოლოგიური ადაპტაციის მექანიზმია იმისთვის, რომ არ ჩაგვეძინოს.
გარემოს დაბინძურება
დამტკიცდა, რომ გარემოს დამანაგვიანებელი ზოგიერთი ასპექტი ჩვენი ჭარბწონიანობის რისკს ზრდის. პრობლემა ისაა, რომ ეს დამაბინძურებელი ნაწილაკები ხშირად ცხიმის არეში გროვდებიან და ასევე ჩვენ ორგანიზმში აღწევენ ისეთი ცხიმიანი საჭმელების საშუალებით, როგორიცაა ხორცი და თევზი.
ტელევიზორის ყურება
ტელევიზორის წინ დღეში 2 საათზე მეტი ხნის განმავლობაში ჯდომა ჭარბწონიანობის რისკს 23 პროცენტით ზრდის. ტელევიზორის წინ ძილის იგივე პრობლემას იწვევს. კვლევების მიხედვით ხელოვნური შუქის წყაროების წინ ყოფნა ან ძილი მელატონინის დოზას ამცირებს. ეს ჰორმონი კი გვიცავს მეტაბოლიზმის პრობლემებისგან და მისი შემცირებით დიაბეტისა და ჭარბწონიანობის რისკი იზრდება.
სტრესი, დეპრესია, შფოთვა
ქალები რომლებიც პოსტ-ტრამვული სტრესით იტანჯებიან, წონაში უფრო მალე იმატებენ. თუმცა სასიხარულოა ის ფაქტიც, რომ ამ სიმპტომის გაქრობასთან ერთად ჭარბწონიანობის რისკიც იკლებს. ასევე ადამიანების ნახევარზე მეტი სტრესთან გამკლავებას ჭამის წყალობით ცდილობს, განსაკუთრებით ცხიმიანი და შაქრიანი საკვების მიღების სახით.
დაბალცხიმიანი საჭმლის ჭამა
ერთ-ერთი კვლევის მიხედვით დადგინდა, რომ მაღალცხიმიანი რძის პროდუქტების ჭამა უკავშირდება ცენტრალური ჭარბწონიანობის რისკის შემცირებას, რადგან ისინი უფრო მარტივადაა გაჯერებული ვიდრე უცხიმო ან მსუბუქი პროდუქტები. ასევე დადგინდა, რომ პროდუქტები რომლებიც რეკლამირებულია როგორც დაბალცხიმიანი პროდუქტი, უფრო მეტ კალორიებს შეიცავს.