ფეხის უსიამოვნო სუნს ყველაზე ხშირად იწვევს ოფლი და ტენიანობა, რომლებიც ხელს უწყობს კანზე არსებული უსიამოვნო სუნის გამომწვევი ბაქტერიების გამრავლებას.
შემოგთავაზებთ ყველაზე ეფექტური და უმარტივესი საშუალებების რეცეპტებს, რომელთა დახმარებითაც შეძლებთ მოცემული პრობლემისგან გათავისუფლებას.
მაგნიუმის სულფატი
უსიამოვნო სუნის აღმოსაფხვრელად მაგნიუმის სულფატი საუკეთესო საშუალებაა, რადგან იგი ორგანიზმში აღადგენს მაგნიუმის დონეს. სამკურნალო ნარევის მოსამზადებლად დაგჭირდებათ ზღვის მარილი ნახევარი ჩ/ჭ, 25 გრ მაგნიუმის სულფატი (შეგიძლიათ შეიძინოთ აფთიაქში), წყალი 2 ლ. მოცემული ინგრედიენტები აურიეთ დიდ თასში და 20-30 წუთით ჩაყავით ფეხები. ნარევს აქვს ფეხისა და ფრჩხილის სოკოს საწინააღმდეგო მოქმედება.
პროცედურები ჩაიტარეთ კვირაში 1-2-ჯერ, ხანგრძლივობა დამოკიდებულია პრობლემის სიმძიმეზე.
სალბი და როზმარინი
ორივე მცენარეს აქვს ძლიერი ანტიბაქტერიული, სოკოს საწინააღმდეგო მოქმედება და შეუძლია შეამციროს ოფლი.
აიღეთ 1 ჩ/კ გამხმარი როზმარინი და 1 ჩ/კ გამხმარი სალბი, დაასხით ფინჯანი ადუღებული წყალი და დააყოვნეთ 10 წუთი. თასში ჩაასხით 2 ლ თბილი წყალი, დაამატეთ მზა ნაყენი, ჩაყავით ფეხები და გააჩერეთ 20-30 წუთი. პროცედურები ჩაიტარეთ ყოველდღიურად სასურველი შედეგის მიღებამდე.
საკვები სოდა
სოდა გაჯერებულია სოკოს საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიული თვისებებით.
¼ ჩ/ჭ სოდას დაასხით 2 ლ ცხელი წყალი, დაამატეთ ლიმონის წვენი 1 ს/კ და კარგად აურიეთ. სამკურნალო ნარევში ფეხები დააყოვნეთ 20 წუთის განმავლობაში. პროცედურები ჩაიტარეთ კვირაში 3-4-ჯერ.
ვაშლის ძმარი
უსიამოვნო სუნის გამომწვევ ბაქტერიებთან ბრძოლა ძმრის ფუნქციაა. 50 მლ ვაშლის ძმარს დაასხით 2 ლიტრამდე თბილი წყალი და სამკურნალო ნარევიც მზადაა. ჩაყავით ფეხები და დააყოვნეთ 15 წუთი. შემდეგ დაიბანეთ ცივი წყლით. პროცეურები გაიკეთეთ კვირაში 1-2-ჯერ.
შავი ჩაი
უსიამოვნო სუნის საწინააღმდეგოდ შავი ჩაი საუკეთესო საშუალებაა. 5 ჩ/კ შავ ჩაის, დაასხით 4 ჩ/ჭ ადუღებული წყალი და მოამზადეთ ძლიერი ჩაი. თასში ჩაასხით ლიტრა-ნახევარი თბილი წყალი, დაამატეთ ჩაის ნაყენი და 20 წუთით ჩაყავით ფეხები. პროცედურები ჩაიტარეთ კვირაში 3-4-ჯერ.
გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები, გამოიყენეთ შემოთავაზებული საშუალებები და გათავისუფლდით ამ უსიამოვნო პრობლემისგან.