ასე მომზადებული გოგრა არასდროს მბეზრდება. გოგრის ცუკატები – სასარგებლო და გემრიელი ტკბილეული

შემოგთავაზებთ გოგრის საოცრად გემრიელი ცუკატების რეცეპტს. ცადეთ, ერთხელ მაინც მოამზადეთ და დარწმუნდით, რომ ის, მართლაც, შეუდარებელია თავისი განუმეორებელი არომატითა და ვიზუალით, გხიბლავთ და გიზიდავთ ძვირფასი ქვების მსგავსი  ქარვისფერი კუბიკები.

ცუკატების მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • გოგრის რბილობი 800 გრ
  • შაქარი 400 გრ
  • წყალი 100 მლ
  • ნახევარი ლიმონის წვენი
  • დარიჩინის 1 ჩხირი

შეგიძლიათ სურვილისამებრ დაამატოთ 1 ცალი ფორთოხლის ან 2 ცალი მანდარინის კანი. (გამოიყენეთ მუსკატის ჯიშის გოგრა, მსხლის ფორმის, მოგრძო, თხელი და პლასტიკური კანით)

თუ თქვენ უფრო მეტი ცუკატების მომზადებას გადაწყვეტთ, პროპორციები გაზარდეთ 2-3-ჯერ.

მომზადების წესი:

  1. პირველ რიგში, გოგრა გათალეთ და დაჭერით 1,5 სმ სისქის ნაჭრებად, შემდეგ_კუბიკებად (დაახლოებით 2 სმ  სიგრრძის). გაითვალისწინეთ, დიდ ნაჭრებად არ უნდა დაჭრათ, რადგან გოგრას გამოშრობა გაუჭირდება.
  2. სიროფის მოსამზადებლად დაგჭირდებათ სქელძირიანი ქვაბი. ჩაყარეთ შაქარი, დაამატეთ წყალი, ნახევარი ლიმონის წვენი, დადგით დაბალ ცეხლზე, განუწყვეტლივ ურევთ და ეცადეთ, რომ შაქარი გაადნოთ. სიროფი ადუღეთ 5 წუთი. გოგრა ჩაყარეთ ქვაბში, დაასხით სიროფი და დადგით საშუალო ცეცხლზე.
  3. სიროფი შეიძლება ცოტა მოგეჩვენოთ, მაგრამ გოგრაც გამოუშვებს წვენს. დაამატეთ მანდარინის ან ფორთოხლის კანი, დარიჩინის ჩხირი და აადუღეთ. ადუღეთ 5 წუთი. გადმოდგით ცეცხლიდან, დაახურეთ თავზე და გააგრილეთ. ეს პროცედურები უნდა გაიმეორეთ 4-ჯერ, ანუ გაგრილების შემდეგ კვლავ ადუღებთ 5 წუთი, შემდეგ გააგრილებთ და ასე გაიმეორეთ. მაგრამ გოგრა არ უნდა ჩაგეშალოთ (დაუკვირდით,  შეიძლება ორჯერაც საკმარისი იყოს ადუღება).
  4. ქვაბი გადმოდგით ცეცხლიდან და ცხელ-ცხელი გოგრა საწურზე ამოიღეთ, რათა სიროფი ჩამოიწუროს. უმჯობესია, ცხელი ამოიღოთ, სანამ სიროფი თხელია, თორემ გასქელების შემდეგ დაწრეტა გაუჭირდება. გოგრის კუბიკები გააგრილეთ, ხოლო წვენი მინის ბოთლში გადაიტანეთ და პეროგის ან სხვა დესერტის მოსამზადებლად გამოიყენეთ.
  5. საცხობ ფორმაზე დააფინეთ პერგამენტი და გოგრის კუბიკები დააწყვეთ, დაიცავით ინტერვალი. ღუმელი ჩართეთ 90 გრადუს ტემპერატურაზე, კარგი იქნება თუ გოგრის კუბიკების გამოსაშრობად გრილის რეჟიმს გამოიყენებთ. მოსამზადებლად დასჭირდება 3-4 საათი. მზა ცუკატები იმავე ქაღალდზე შეაგროვეთ და მოაყარეთ 1 წილი სიმინდის სახამებელისა და 1 წილი შაქრის ფხვნილის ნარევი და კარგად აურიეთ. ცუკტები ერთმანეთს არ მიეკრობა და დიდი ხნით შეინახება.

ეს საოცარი ნუგბარი ჩაყარეთ მინის თავდახურულ კონტეინერში და შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე.