დაამატეთ კვების რაციონს ეს საკვები პროდუქტი, რათა მინიმუმამდე შეიმციროთ ცელულიტები

ცელულიტი არის კოშმარი, რომელიც დიდ პრობლემას წარმოადგენს. ბევრი ფიქრობს, რომ მოცემული პრობლემა ზედმეტ წონასთან ან არაჯანსაღ საკვებთან არის დაკავშირებული. ცელულიტს იწვევს ორგანიზმში ტოქსინების დაგროვებას. ეს მავნე ნივთიერებები ამცირებს კანის ელასტიურობას და აფერხებს სისხლის მიმოქცევას.

საბედნიეროდ, ამ პრობლემის გადაჭრა შესაძლებელია სწორად შერცეული საკვები პროდუქტებით. სტატიაში შემოგთავაზებთ იმ პროდუქტთა ჩამონათვალს, რომელთა საშუალებითაც შეძლებთ სისიხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას და აირიდებთ კანქვეშ ცხიმების დაგროვებას.

დაამატეთ თქვენი კვების რაციონს:

1. ხილი და ბოსტნეული

ანტიოქსიდანტებით გაჯერებული ხილი და ბოსტნეული აუმჯობესებს ორგანიზმის მდგომარეობას და წმენდს მას ტოქსინებისგან.

2. C ვიტამინით მდიდარი პროდუქტები

ცელულიტის საწინააღმდეგოდ საუკეთესოა C ვიტამინით მდიდარი პროდუქტები. მოცემული პროდუქტები ხელს უწყობს კოლაგენის წარმოებას, აგრეთვე აუმჯობესებს კანის მდგომარეობას, ანიჭებს მას სიმკვრივესა და ელასტიურობას.

3. შარდმდენი საშუალებები

შარდმდენი ეფექტის მქონე პროდუქტები საუკეთესოა  ცელულიტის წინააღმდეგ საბრძოლველად. მათი საშუალებით ჩვეულებრივზე მეტი შარდი გამოიყოფა. ამ გზით კი შესაძლებელია ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნა.

შარდმდენი პროდუქტებია: კიტრი, ნიახური, სატაცური, ოხრახუში.

4. ბოჭკოებით მდიდარი პროდუქტები

ბოჭკოებით მდიდარი პროდუქტები აუმჯობესებს საჭმლის მონელებას და ხელს უწყობს ორგანიზმიდან ნარჩენების გამოდევნას.

შემოგთავაზებთ იმ პროდუქტთა ჩამონათვალს, რომელთა მიღებასაც უნდა მოერიდოთ

5. ცხიმიანი პროდუქტები

ცხიმიანი პროდუქტები შეიცავს დიდი რაოდენობით მარილს ან შაქარს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზმში ტოქსინების დონის მომატება.

თუმცა, ჯანსაღი ცხიმების შემცველი პროდუქტები, როგორიცაა ავოკადო, ორაგული, თხილი, აუცილებლად უნდა დაამატოთ თქვენი კვების რაციონს, რადგან მათი ცხიმოვანი მჟავები ხელს უწყობს ცხიმების მეტაბოლიზმის გაუმჯობესებას.

6. კოფეინი

გამოკვლევების შედეგად დადასტურებულია, რომ კოფეინი ხელს უწყობს ცელულიტის დაშლას, რადგან ის გავლენას ახდენს სისხლის ნაკადზე. დღეში 2 ფინჯანი მწვანე

7. ალკოჰოლური სასმელები

შეეცადეთ არ მოწიოთ, არ მიიღოთ ალკოჰოლური სასმელები, უარი თქვით ამ მავნე ჩვევებზე. ისინი აფერხებს კოლაგენის წარმოებას, აგრეთვე იწვევს  ნაოჭებისა და ცელულიტის გაჩენას.

და ბოლოს, გახსოვდეთ, რომ უნდა იყოთ აქტიურები. ამ გზით შეძლებთ ზედმეტი კილოგრამების მოშორებას და სისიხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას.

გისურვებთ ჯანმრთელობას!