კანი მტკიცე და ნაოჭებისაგან თავისუფალი რომ იყოს, იხელმძღვანელეთ მარტივი რჩევებით

1123

სტატიაში მოგაწვდით რამდენიმე სასარგებლო რჩევას, რომელთა ყოველდღიურ ცხოვრებაში გათვალისწინებით შეძლებთ კანისა და სხეულის დაბერების პროცესის მნიშვნელოვნად შეფერხებას.

წლებთან ერთად კოლაგენისა და ელასტინის გამომუშავება ფერხდება, რაც ხელს უწყობს სახის კანზე, ყელზე, მკერდის ზონაზე, ხელებზე წვრილ-წვრილი ხაზების, ნაკეცებისა და ნაოჭების  გაჩენას.

თუ გსურთ კოლაგენის მარაგის შევსება, რეკომენდებულია თქვენი კვების რაციონს დაამატოთ ქვემოთ მოცემული პროდუქტები:

თევზი

თევზი შეიცავს დიდი რაოდენობით ცხიმებს, განსაკუთრებით ომეგა-3, რომელიც იცავს გარსს კანის უჯრედებში ნაპოვნი ცხიმოვანი უჯრედებისგან. მისი გამოყენება შეამცირებს ანთებას, უზრუნველყოფს კანის სიმკვრივესა და ელასტიურობას.

ხორცი

ხორცი მდიდარია კოლაგენითა და ელასტინით. დაამატეთ თქვენი კვების რაციონს ღორის, ქათმის, საქონლის ხორცი, ძვლების ნახარში.

ბოსტნეული

ბადრიჯანი, კომბოსტო, ბროკოლი, ისპანახი, მწვანილი_საუკეთესო პროდუქტებია ორგანიზმში კოლაგენის გამოსამუშავებლად.

C ვიტამინით მდიდარი ხილი

C ვიტამინი ხელს უწყობს კოლაგენის გამომუშავებას. დაამატეთ თქვენი კვების რაცინს შემდეგი ხილი: კივი, ანანასი, ფორთოხალი, ლაიმი, გრეიფრუტი, მანგო. ისინი შეიცავს ანტიოქსიდანტებს, რომლებიც ამცირებს წვრილი ხაზებისა და ნაოჭების წარმოქმნას. ეს ხილი შეგიძლიათ გამოიყენოთ ნიღბების მოსამზადებლად.

წითელი ფერის ნაყოფი

წითელი ხილი, ბოსტნეული და კენკრა, როგორიცაა, ვაშლი, ალუბალი, მარწყვი, ცხარე და ტკბილი პილპილი მიიღეთ  რეგულარულად. სასურველია, მიირთვათ ნედლი სახით.

იხილეთ ბუნებრივი ინგრედიენტებით მომზადებული ნიღბების რეცეპტები, რომელთა წყალობითაც შეძლებთ  კოლაგენის გამომუშავებას.

ალოეს ნიღაბი

ალოეს ნიღაბი იდეალურია კანის გასამკვრივებლად. იგი  დაზიანებული კანის აღსადგენად და დასატენიანებლად  საუკეთესო საშუალებაა.

შეგიძლიათ ალოეს წვენი ყოველ საღამოს შეიზილოთ კანზე ან მოამზადოთ ალოეს წვენისა და ქოქოსის ზეთის ნაზავი. მზა მასა  შეიზილეთ სახის კანზე და სამოქმედოდ დაიტოვეთ 30 წუთი. ნიღაბის ნარჩენები ცივი წყლით ჩამოიბანეთ. მოცემული ნიღაბი გაიკეთეთ კვირაში 2-3-ჯერ.

ზეითუნის ზეთის ნიღაბი

რეკომენდებულია სახე დაიმასაჟოთ გამაახალგაზრდავებელი ეფექტის მქონე ზეითუნის ზეთით. საოცარი პროდუქტი გაჯერებულია დიდი რაოდენობით ვიტამინებითა და ანტიოქსიდანტებით.

შეათბეთ ზეთი, დაიტანეთ წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე და  10 წუთის განმავლობაში გაიკეთეთ მსუბუქი მასაჟი. პროცედურა გაიკეთეთ ძილის წინ. ნარჩენები ხელსახოცით ჩამოიწმინდეთ.

კოლაგენის გამომუშავების გასაზრდელად შეგიძლიათ გამოიყენეთ ავოკადოს, ყურძნის წიპწების, ნუშის, ქოქოსისა და ჟოჟობას ზეთები.

თაფლის ნიღაბი

ანტიოქსიდანტებითა და დაბერების საწინააღმდეგო კომპონენტებით მდიდარი თაფლი დამატენიანებელი მალამოს ეფექტს ფლობს. ის კანს აცოცხლებს, ანიჭებს ჯანმრთელ იერს.

3  ს. კ. თაფლს დაამატეთ ლიმონის წვენი 1 ჩ. კ. და კარგად აურიეთ. ნიღაბი დაიტანეთ წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე, შეიზილეთ და სამოქმედოდ დაიტოვეთ 20-30 წუთი. ნიღაბის ნარჩენები თბილი წყლით ჩამოიბანეთ. მაქსიმალური ეფექტისთვის პროცედურები გაიმეორეთ კვირაში 2-ჯერ. ნიღაბი გაიკეთეთ ძილის წინ.

რძის ნიღაბი

ცილის დიდი რაოდენობით შემცველობის წყალობით რძე აღადგენს კანის სიცოცხლისუნარიანობას. ანთების საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიული თვისებებით მდიდარი რძე აფერხებს მკვდარი უჯრედების დაგროვებას და კანს ანიჭებს ელასტიურობას.

დაიტანეთ რძე ან იოგურტი წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე და ბამბის ფირფიტით შეიზილეთ. ნიღაბი  სამოქმედოდ დაიტოვეთ 25 წუთი. ნარჩენები ცივი წყლით ჩამოიბანეთ.

ციტრუსების ნიღაბი

ციტრუსებით დატვირთული ნიღბები ხელს უწყობს კოლაგენის გამომუშავებას, რომელიც კანს უნარჩუნებს ელასტიურობას და ხელს უშლის სიბერის ნიშნების წარმოქმნას.

წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე ან აბაზანის მიღების შემდეგ შეიზილეთ ლიმონის ან ფორთოხლის წვენი და სამოქმედოდ დაიტოვეთ 10 წუთი. ნარჩენები თბილი წყლით ჩამოიბანეთ. პროცედურები გაიმეორეთ კვირაში 3-ჯერ.

გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები და, რაც შეიძლება დიდი ხნით შეინარჩუნეთ ახალგაზრდობა და სილამაზე.