ღვეზელებს აწი მხოლოდ კეფირის ცომით მოვამზადებ. ის ძალიან ნაზი, ფუმფულა და არომატული გამოდის

0
158

შემოგთავაზებთ კეფირის ბაზაზე მომზადებული ნაზი და ფაფუკი ცომის რეცეპტს. მოცემული ცომით შეგიძლიათ თქვენთვის სასურველი შიგთავსით მოამზადოთ უგემრიელესი ღვეზელები.

ცომის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • კეფირი 200 მლ
  • ზეთი 60 მლ
  • ფქვილი 2 ჩ. ჭ.
  • საფუარი 15 გრ
  • შაქარი ნახევარი ჩ. კ.
  • მარილი 1 ჩ. კ.

მომზადების წესი:

  1. კეფირი და ზეთი გააცხელეთ 38 გრადუს ტემპერატურაზე, დაამატეთ შაქარი, მარილი, საფუარი და აურიეთ.
  2. ფქვილი გაცერით, დაამატეთ კეფირიან მასას და მოზილეთ რბილი ცომი. მზა ცომი 30-60 წუთით დააყოვნეთ სითბოში და დაელოდეთ აფუებას.
  3. ცომი გაყავით თანაბარ ნაწილებად, მოამზადეთ პატარა გუნდები, გადააფარეთ ცელოფანი და დაასვენეთ 10 წუთი.
  4. შემდეგ ცომი გააბრტყელეთ, ჩადეთ თქვენთვის სასურველი შიგთავსი, ეს იქნება გემრიელად შეზავებული გატარებული ხორცი, მოხარშული კარტოფილი, ყველი, კომბოსტო, ხილფაფა, გამოხელეთ თქვენთვის სასურველი ფორმის ღვეზელები და   დააწყვეთ საცხობ ფორმაზე.
  5. დაასვენეთ კიდევ 30 წუთი. ღვეზელებს გადაუსვით კარგად ათქვეფილი კვერცხი და გამოაცხვეთ 200 გრადუს ტემპერატურაზე.

ოქროსფრად დაბრაწული ღვეზელები თქვენი ოჯახის საყვარელი კერძი გახდება.