ზოგჯერ ერთი ჭიქა უბრალო წყალიც კი ძალიან სასიამოვნო და დამაკმაყოფილებენ შეგრძნებას გვანიჭებს. ამის მიზეზი ისაა, რომ იგი ძალიან სასარგებლოა ჩვენი ორგანიზმისთვის. თუმცა, ადამიანების უმრავლესობა ყოველდღიურად წყლის საკმარის რაოდენობას არ სვავს და ამით გამუდმებულ ზიანს აყენებს სხეულს. თუკი თქვენს თავს ამ 12 სიმპტომიდან ერთ-ერთს მაინც შეამჩნევთ, მაშინ სჯობს მაშინვე წახვიდეთ წყლის დასალევად:
პირის გაშრობა
შაქრიანი გემრიელი სასმელები მხოლოდ დროებით ასველებს პირს. უფრო დიდი პრობლემის მოსაგვარებლად წყლის დალევაა საჭირო, რადგან სწორედ იგი ახდენს ნერწყვის მემბრანების სტიმულირებას. სწორედ ეს გეხმარებათ პირში სისველის შენარჩუნებაში პირველივე ყლუპის შემდეგ.
კანის სიმშრალე
კანი თქვენი ორგანიზმის ყველაზე დიდი ორგანოა, რის გამოც მას ბევრი წყალი სჭირდება სიჯანსაღისთვის. კანის გაშრობა დეჰიდრატაციის პირველი ნიშანია, რამაც შესაძლოა სეიროზული პრობლემები გამოიწვიოს. წყლის ნაკლებობა ოფლის ნაკლებობას იწვევს, რაც იმას ნიშნავს რომ კანიდან ზედმეტი უჯრედებისა და მტვრის ნაწილაკების ჩამორეცხვა ბუნებრივი გზით შეუძლებელი ხდება.
მოჭარბეული წყურვილი
წყურვილის შეგრძნებას პირის გამოშრობასთან ერთად ორგანიზმის მიერ წყლის დანაკლისიც იწვევს. სწორედ ამიტომაა ძალიან სასიამოვნო ნაბახუსევზე წყლის დალევა. ალკოჰოლი მთელი სხეულის გამოშრობას იწვევს, რის გამოც წყლის დალევა ასეთ დროს ტვინში დადებით სიგნალებს გზავნის.
თვალების სიმშრალე
წყლის ნაკლებობა თვალების გაწითლებასა და გამოშრობას იწვევს. ამის მიზეზი ისაა, რომ ორგანიზმში საკმარისი წყლის არსებობის გარეშე ცრემლების ჯირკვლები შრება, რაც თვალების დაზიანების გამომწვევი შეიძლება გახდეს.
სახსრების ტკივილი
ჩვენი ზურგის და ხრტილოვანი ნაწილის დისკების 80 პროცენტი წყლისგან შედგება. ეს ყველაზე საჭირო ასპექტია ძვლების ერთმანეთთან ხახუნის თავიდან ასაცილებლად. საკმარისი წყლის დალევით ჩვენს სახსრებს საშუალებას ვაძლევთ მოულოდნელი მოძრაობების მიერ გამოწვეული შოკის აღქმის.
კუნთების მასის შემცირება
თქვენი კუნთების მასის დიდი ნაწილიც ასევე წყლისგან შედგება. ამასთანავე ვარჯიშამდე და მის შემდეგ წყლის დალევა წყალს ორგანიზმის სწორ ნაწილში მისვლაში ეხმარება და ამით ვარჯიშის მიერ გამოწვეული ანთების რისკი მცირდება.
ხანგრძლივი ავადმყოფობა
წყლის დალევა თქვენს სხეულს საშუალებას აძლევს გამუდმებულად გამოდევნოს ტოქსინები გარეთ. ჩვენი ორგანოები კონკრეტული პროდუქტების გადამუშავებაზე რობოტებივით მუშაობენ, თუმცა თუკი რობოტებს წყლის სახით საკმარის საწვავს ვერ მივაწოდებთ, ისინი სწორად ვერ იმუშავებენ. დეჰიდრატაციის შემთხვევაში ორგანოები წყალს ისეთი ადგილებიდან იღებენ, როგორიცაა მაგალითად სისხლი, რასაც ბევრად უფრო სერიოზული პრობლემების გამოწვევა შეუძლია.
დაღლილობის შეგრძნება
როგორც აღვნიშნეთ, დეჰიდრატაციის დროს ორგანიზმი წყალს სისხლისგან სესხულობს, რაც სისხლს მთელი ორგანიზმისთვის საკმარისი ჟანგბადის მიწოდებაში უშლის ხელს. სწორედ ჟანგბადის ნაკლებობა იწვევს ზედმეტ დაღლილობასა და დაძინების შეგრძნებას.
გადაჭარბებული შიმშილი
როდესაც ორგანიზმი დეჰიდრატაციას განიშნის, მან შეიძლება იფიქროს რომ უფრო მეტი საჭმელი გჭირდებათ. თუმცა, საჭმელის ჭამა თქვენი ორგანიზმის დამატებით მუშაობას იწვევს მაშინ, როდესაც წყალი უბრალოდ მის გაწმენდას ანხორციელებს და ორგანოებს საკმარისი საწვავით ამარაგებს ორგანიზმის სხვა პროცესების შესასრულებლად.
მომნელებელი სისტემის პრობლემები
წყლის საკმარისი დოზის მიღების გარეშე ჩვენი მუცლის ლორწოს სიძლიერე და რაოდენობა მცირდება, რაც მუცლის მჟავებს ჩვენი ორგანიზმის სერიოზული დაზიანების საშუალებას აძლევს. ეს მაგალითად იწვევს ისეთ უსიამოვნო პრობლემებს, როგორიცაა გულძმარვა.
ნაადრევი დაბერება
წყლის დოზა, რომელსაც ჩვენი ორგანიზმი ინახავს, ასაკის მატებასთან ერთად მცირდება. ეს იმას ნიშნავს, რომ დაბერებასთან ერთად ჩვენს მიერ ყოველდღიურად მიღებული წყლის რაოდენობაც უნდა გავზარდოთ. ნაადრევი დაბერება გარეგნულადაც ჩანს, თუმცა დროთა განმავლობაში ამ პროცესის მიერ შინაგან ორგანოებზე მიყენებული ზიანი უფრო შესამჩნევი გახდება თქვენთვის. ამის გამო სჯობს ყურადღება მიაქციოთ წყლის დოზის პროპორციულად გაზრდას დაბერების პარალელურად.
თუკი აქამდე მოხვედით კითხვით
თუ ამ სტატიას კითხულობთ, ესეიგი ფიქრობთ რომ საკმარისი წყლის დალევა გაკლიათ. ნუ გადადებთ ამას, ადექით ახლა და დალიეთ მინიმუმ 1 ჭიქა წყალი. თუკი უკვე მიიღეთ წყლის დღიური დოზა, ერთი ჭიქა ზედმეტი წყლის დალევა მაინც არაფერს გავნებთ.