ღვიძლის გაწმენდაში, შეშუპების მოხსნაში და ზედმეტი სითხის გამოდევნაში ეს სასმელი ძალიან დამეხმარა

ბაბუაწვერა ველური მცენარეა, რომელსაც თავისი სამკურნალო თვისებების წყალობით დიდი სარგებლობა მოაქვს ჩვენი ჯანმრთელობისთვის. ბაბუაწვერა მსუბუქი შარდმდენი და ანთების საწინააღმდეგო საშუალებაა, აქვს უნარი ორგანიზმიდან გამოდევნოს ზედმეტი სითხე, ტოქსინები და სხვა მავნე ნივთიერებები. იგი შეიცავს A, B და C ვიტამინებს, რკინას, კალიუმს, ფოლიუმის მჟავას, ტანინებს, სილიციუმს.

ბაბუაწვერა ფართოდ გამოიყენება ხალხურ მედიცინაში. ის ბუნებრივი შარდმდენი საშუალებაა, ხელს უწყობს ორგანიზმიდან ჭარბი სითხის გამოდევნას და აგარიდებთ ხელების, ფეხებისა და ტერფების შეშუპებას.

ის ააქტიურებს ღვიძლის ფუნქციებს და ამავდროულად მოქმედებს როგორც დაზიანებისგან მისი ბუნებრივი დამცავი. ძალიან ეფექტურია ცხიმოვანი ღვიძლისა და ჰეპატიტის სამკურნალოდ.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბაბუაწვერა საუკეთესო გამწმენდი საშუალებაა. მას აქვს ორგანიზმის სრულად გაწმენდის უნარი, რასაც დიდი სარგებლობა მოაქვს ჩვენი ჯანმრთელობისთვის.

აუმჯობესებს სისხლის მიმოპქცევას, რაც ძალიან სასარგებლოა ვარიკოზული ვენების, ასევე ბუასილის სამკურნალოდ.

შეუძლია ტოქსინების გამოდევნა, უზრუნველყოფს შარდის გამოყოფას და აუმჯობესებს თირკმელების ფუნქციონირებას. ის საუკეთესოა ცისტიტისა და საშარდე გზების ინფექციების სამკურნალოდ.

სილიციუმი არის ბაბუაწვერას ერთ-ერთი კომპონენტი და თმისა და ფრჩხილების ჯანმრთელობისთვის საჭირო მინერალი. ის აუმჯობესებს კანს, ეფექტურად გამოიყენება აკნეს, ფსორიაზის და კანის ყველა სახის პრობლემის საწინააღმდეგოდ.

ბაბუაწვერას მოხმარების უმარტივესი და ასევე ყველაზე გავრცელებული გზაა მცენარის ფესვისა და ფოთლების ნაყენი, რომელიც მიიღება დღეში ორ-სამჯერ.

ნაყენის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

  • 1 ლ წყალი
  • 1 ს. კ. ბაბუაწვერას ფესვისა და ფოთლების ნარევი

მომზადების წესი:

  1. წყალი აადუღეთ, დაამატეთ ბაბუაწვერას ფესვისა და ფოთლების ნარევი, აურიეთ, დაახურეთ ხუფი, შეფუთეთ და 1-2 საათით დააყოვნეთ. შემდეგ გადაწურეთ.
  2. ჯანსაღი მკურნალობა უფრო ეფექტური რომ იყოს, რეკომენდებულია ნაყენის მიღება ყოველდღიურად ერთი თვის განმავლობაში. ნაყენის 100-100 მლ მიიღეთ დღეში 2-3-ჯერ,  ჭამამდე 30 წუთით ადრე.

ნაყენი განსაკუთრებით სასარგებლოა სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად, კანის, თმისა და ფრჩხილების პრობლემათა მოსაგვარებლად. ნაყენი შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც კომპრესი. გისურვებთ ჯანმრთელობას!