საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ქალბატონებს, რომლებიც მენოპაუზის წინაშე დგებოდნენ, ექიმები ავტომატურად ესტროგენს უშიშნავდნენ, რათა შეემცირებინათ ამ ბუნებრივი პროცესისათვის თანმხლები უსიამოვნო სიმპტომები.
2002 წელს ჰორმონალური თერაპიის დარგის ექსპერტებმა კატეგორიულად აკრძალეს ესტროგენის გამოყენება, რადგან მისი მოჭარბებული დონე ორგანიზმში მრავალ პრობლემას პროვოცირებს.
თუ უკვე 35 წელს გადააბიჯეთ, აუცილებლად გაეცანით ჩვენს დღევანდელ სტატიას. გაგაცნობთ 10 ნიშანსა და სიმპტომს, რომელიც სხეულში ამ ჰორმონის დომინირებაზე, მისი დონის მოჭარბებაზე მიგვითითებს. თუ ამ ნიშნებიდან რამდენიმე მაინც გაწუხებთ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.
1. სარძევე ჯირკვლების შეშუპება
ესტროგენის დონის მოჭარბების დროს ხშირია სარძევე ჯირკვლების შეშუპება. თუ მკერდი თითქოს ზომაში იზრდება, ისევე როგორც მოზარდობის ასაკში, მიმართეთ ექიმს.
2. ძლიერი ტკივილი
თუ მსუბუქი შეხებისასაც კი მკერდში ძლიერ ტკივილს განიცდით, აუცილებლად მიმართეთ ექიმს. ეს მოვლენა განპირობებულია იმით, რომ ესტროგენის დომინირირებისას მკერდი ზომაში იზრდება და ფორმირებას იწყებს ახალი ფიბროზულ-კისტოზური ქსოვილები.
3. ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქცია
ესტროგენის დონის მოჭარბებისას ირღვევა ფარისებრი ჯირკვლის მუშაობა, რაც მრავალი სერიოზული პრობლემისა და დაავადების განვითარებას შეიძლება ჩაეყაროს საფუძვლად.
4. ხასიათის ცვლილებები
კიდევ ერთი სიმპტომი, რომელიც ესტროგენის დომინირებას ახლავს თან, ხასიათის უცაბედი ცვლილებებია. თუ მარტივად ღიზიანდებით, გაწუხებთ სტრესი და მშფოთვრაება, რასაც ლოგიკურ ახსნას ვერ უძებნით, აუცილებლად შეიმწომეთ თავი.
5. ხელების შეშუპება
ესტროგენის დონის მოჭარბებისას ხელები და თითები იმდენად შეიძლება დაგისივდეთ, რომ ბეჭედი, რომელიც იდეალურად გერგებოდათ, თითზე ვეღარ გაიკეთოთ.
6. ფეხების შეშუპება
პაციენტებს, რომელთაც ესტროგენის დონის მომატება აწუხებთ, ხშირად აღენიშნებათ კიდურების შეშუპება.
7. ვისცელარული ცხიმის მატება
წონის მატება, განსაკუთრებით კი პრობლემურ ზონებში ცხიმის ჩაგროვება, ესტროგენის დომინირებისათვის დამახასიათებელი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ნიშანია.
8. მეხსიერების დაქვეითბა
ესტროგენის დონის მომატებისას პაციენტებს ხშირად აღენიშნებათ მეხსიერების დაქვეითება, თითქოს ჩვენს გონებაში ნისლია ჩამოწოლილი.
9. ენდომეტრიოზი
ენდომეტრიოზი – დაავადება, რომლის დროსაც ედომეტრიუმის ანუ საშვილოსნოს შიგნითა გარსის მსგავსი ქსოვილი არაბუნებრივ ადგილას ვითარდება. ამ დაავადების განვითარებას ესტროგენის დომინირება შეიძლება ჩაეყაროს საფუძვლად.
10. კრუნჩხვები
თუ კუნთების ქრონიკული კრუნჩვები თქვენთვის კარგად ნაცნობია, შეიმოწმეთ ესტროგენის დონე.
კარგად დააკვირდით იმ ნიშნებსა და სიგნალებს, რომელთაც ორგანიზმი გვიგზავნის მაშინ, როდესაც ჩვენს თავზე რაღაც რიგზე ვერ არის.
თუ ამ ნიშნებიდან რამდენიმე მაინც გაწუხებთ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს და შეიმწომეთ ჰორმონალური ფონი.