ამ რეცეპტით პლომბირს უმარტივესად მოამზადებთ. გემო, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ

ნაყინი ძალიან პოპულარული და ყველასთვის საყვარელი დესერტია. სწორედ ამიტომ, არსებობს უამრავი რეცეპტი, რომელთა მიხედვითაც სხვადასხვა არომატებით გაჯერებული უგემრიელესი ნაყინების, ცივი და ტკბილი საოცრებების, მომზადებას შეძლებთ.

შემოთავაზებული რეცეპტის მიხედვით ნაყინის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • 200 გრ შესქელებული რძე
  • 500 მლ ნაღები (33%-იანი ცხიმიანობის)
  • ვაფლის ჭიქები ან ფირფიტები (შეგიძლიათ მოამზადოთ თქვენი ხელითაც)

მომზადების წესი:

  1. პირველ რიგში, ნაყინის მოსამზადებლად საჭირო თასი და მიქსერის ჩხირები ნახევარი საათით შედეთ მაცივარში.
  2. გაციებულ თასში ჩაასხით ნაღები და ათქვიფეთ მიქსერის მაქსიმალურ სიჩქარეზე, დაახლოებით 6-7 წუთის განმავლობაში. მასა უნდა გასქელდეს.
  3. დაამატეთ შესქელებული რძე და თქვეფას აგრძელებთ მიქსერის დაბალ სიჩქარეზე. თქვეფთ 1 წუთი.
  4. მიღებული მასა გადაიტანეთ ვაფლის ჭიქებში, ჩააწყვეთ თავდახურულ კონტეინერში და შედეთ საყინულეში.
  5. თუ ვაფლის ფირფიტების გამოყენებას გადაწყვეტთ, მაშინ ფირფიტა ჩადეთ თქვენთვის სასურველ ფორმაში, შემდეგ თანაბრად გაანაწილეთ მზა მასა, დაადეთ ისევ ვაფლის ფირფიტა (ნაზად დააწექით ხელით) და რამდენიმე საათით შედეთ მაცივარში.
  6. მინდა გითხრათ, რომ ნაყინი ვაფლის ფირფიტების გარეშეც ძალიან გემრიელია.

შეიძლება თქვენ მარწყვის, ჟოლოს ან კარამელის არომატით გაჯერებული ნაყინი გიყვართ. შეაზავეთ თქვენი გემოვნების მიხედვით და ისიამოვნეთ!