აქტივირებული ნახშირი ჩვენი სილამაზის სადარაჯოზე. ასე შევიმცირე ნაოჭები და გავიქრე ლაქები

აქტივირებული ნახშირი უძლიერესი სამკურნალო საშუალებაა. სტატიაში შემოგთვაზებთ ინფორმაციას აქტივირებული ნახშირის საოცრებებზე კოსმეტიკური ხაზით.

შავ საოცრებას შეუძლია ორგანიზმიდან გამოდევნოს ტოქსინები და ჭუჭყი, ამიტომ შეგიძლიათ იგივე მიზნებისთვის მისი კანზე გამოყენება.

აქტივირებული ნახშირის ბაზაზე შექმნილი ნიღბები წმენდს კანს და ფორებშიდაც აღწევს. მისი გამოყენება შეგიძლიათ კვირაში 1-2-ჯერ. განსაკუთრებით, კი ეფექტურია ცხიმიანი კანისთვის და ღრმა ფორებისთვის.

ყურადღება! აქტივირებული ნახშირის გამოყენების დროს ძალიან ფრთხილად მოიქეცით, რადგან ის კანსა და სამოსზე ჭუჭყიან ლაქებს ტოვებს.

აქტივირებული ნახშირის ნიღაბი

ეს ნიღაბი შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი ტიპის კანისთვის. იმისათვის რომ გაიგოთ, გამოიწვევს თუ არა ნახშირი ალერგიულ რეაქციას, უმჯობესია თუ გამოყენებამდე გაიკეთებთ სინჯს ხელზე და დაელოდებით 24 საათი. აქტივირებული ნახშირის ნიღბები ეფექტით თიხის ნიღბების მსგავსია, მაგრამ კოსმეტოლოგები აღიარებენ, რომ ნახშირს უფრო მეტი გამწმენდი ეფექტი აქვს, ვიდრე თიხას.

ნიღაბი N 1

საჭირო იგრედიენტები:

  • აქტივირებული ნახშირი 1 ჩ. კ.
  • ალოე ვერას გელი ან წვენი 1 ჩ. კ.
  • წყალი ან ვარდის წყალი 1 ჩ.  კ.
  • ჩაის ხის ზეთი 5 წვეთი
  • ზღვის მარილი მწიკვი

მოცემული იგრედიენტები პატარა ჭურჭელში აურიეთ, დაიტანეთ სახეზე და თხელ ფენად წაისვით. ნიღაბი შეიშრეთ და შემდეგ ჩამოიბანეთ. ეს ნიღაბი ასუფთავაებს ფორებს, მოგაშორებთ ზედმეტ ცხიმს და წმენდს კანს.

ნიღაბი N 2

საჭირო იგრედიენტები:

  • აქტივირებული ნახშირი 2 აბი
  • წყალი 1 ჩ. კ.
  • ალოე ვერა (გელი ან წვენი) 1 ჩ. კ.
  • თფლი 1 ჩ. კ.
  • შაქარი 1 ჩ. კ.

მოცემული იგრედიენტები კარგად აურიეთ და სახეზე დაიტანეთ. დაიტოვეთ 20-30 წუთი, სანამ არ გაშრება. შემდეგ კი ჩამოიბანეთ.

საპონი აქტივირებული ნახშირით

აქტივირებული ნახშირი ხშირად გამოიყენება თვითნაკეთი და სამკურნალო საპნების შემადგენლობაში, რადგან ვიცით, რომ ნახშირი ასუფთავებს კანს ტოქსინებისგან და სიბინძურისგან. ნახშირის სააპნის გამოყენებას ხშირად ურჩევენ აკნეთი დაავადებულ ადამიანებს.

აქტივირებული ნახშირის საპონი კანისთვის სასარგებლოა.  ზოგიერთს ამ შავი საოცრების გამოყენება ფერის გამო არ სიამოვნებს. ნახშირის საპონი შეგიძლიათ შეიძინოთ მაგთან ვინ ამზადებს ან თქვენ თვითონ მოამზადოთ.

რეცეპტი კი ძალიან მარტივია. აიღეთ ნებისმიერი საბავშვო საპონი გაადნეთ, დაამატეთ დაფხვნილი აქტივირებული ნახშირი და მიიღებთ ფრიად სასარგებლო და სამკურნალო საშუალებას.

გირჩევთ, გამოიყენოთ იაფი, უძლიერესი საშუალება და იზრუნოთ თქვენს სილამაზეზე.