უხეში კანით დაფარული მწვანე ნაყოფი საოცრად სასარგებლოა. ის ორგანიზმისთვის საჭირო საკვები ნივთიერებების ბუნებრივი წყაროა.
კივის კანის სარგებელი
კივის კანი შეიცავს უამრავ ანტიოქსიდანტს. სწორედ ამიტომ, კივი ფლობს კიბოსა და ანთების საწინააღმდეგო, აგრეთვე ანტიალერგიულ თვისებებს. კანში 3-ჯერ უფრო მეტი ანტიოქსიდანტია, ვიდრე ნაყოფში. იგი შეგიძლიათ გამოიყენოთ ისეთი მიკრობების წინააღმდეგ, როგორიცაა სტაფილოკოკი და ნაწლავის ჩხირი.
რეკომენდებულია კივის კანიანად მირთმევა, მაგრამ ბუსუსებისგან კარგად უნდა გაწმინდოთ სტაფილოს საფხეკით ან ბლაგვი დანით.
კივის სარგებელი ჭარბი წონის წინააღმდეგ
ეს საოცარი ხილი დაბალკალორიულია, შეიცავს ცხიმის დამშლელ ფერმენტებს და საუკეთესოა წონაში დასაკლებად. კივი ბუნებრივი წყაროა ბოჭკოების. პატარა შავი თესლების შემადგენლობაში ბევრი უხსნადი ბოჭკოა. ის არეგულირებს საჭმლის მონელებას.
კივი მსუბუქი საფაღარათო საშუალებაა. ხელს უწყობს საჭმლის მონელებას, ამიტომ დიეტოლოგები გვირჩევენ ყოველი ჭამის შემდეგ მივირთვათ კივი.
კივის შემადგენლობა, კალორიულობა და ენერგეტიკული ღირებულება
1 ცალი საშუალო ზომის კივი 80-100 გრ იწონის. ნაყოფის დიდი ნაწილი შედგება წყლისგან. დაახლოებით, 1% შედგება ცილებისგან, 1%_ცხიმებისგან. 10%_ნახშირწყლებისგან. როგორც უკვე აღვნიშნეთ, კივი არის დაბალკალორიული. 1 საშუალო კივის ენერგეტიკული ღირებულება 48 კილოკალორიაა. იგი საკვები ბოჭკოების საუკეთესო წყაროა. გარდა ამისა, მის შემადგენლობაში შედის ნიკოტინის მჟავა.
კივი გაჯერებულია С, А, В1, В2, РР, В6, В 12, Е, D_ვიტამინებით. ეს ხილი შეიცავს ბოჭკოებს, კალიუმს, კალციუმს, მაგნიუმს, პექტინს, ფოსფორს, მანგანუმს, რკინას, თუთიას, ანტიოქსიდანტებს, ამინომჟავებს, ხილის მჟავებს, მცენარეულ ცილას, ფლავონიდებს, ორგანულ მჟავებს.
კივი შეიცავს ფერმენტს, აქტიდინს, რომელიც ხელს უწყობს ცილების დაშლას, ახდენს სისხლის შედედების დონის ნორმალიზებას და დადებითად მოქმედებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე.
არსებობს კივის ბაზაზე დაფუძნებული დიეტა. დიეტის მთავარი იდეაა, დაბალკალორიული საკვების მიღება, ხოლო სავალდებულო ნორმაა დღის განმვლობაში 5 კივის შეჭმა. შეგიძლიათ გააკეთოთ კივის განტვირთის დღე. დღის განმავლობაში უნდა მიიღოთ კივი (1 კგ) და წყალი.
იმუნური სისტემის გაძლიერება
მოცემული ხილი შეიცავს დიდი რაოდენობით C ვიტამინს. იმუნიტეტის გასაძლიერებლად გირჩევთ ყოველდღიურად მიირთვათ 1-2 ცალი კივი. ასკორბინის მჟავა მონაწილეობს მეტაბოლურ პროცესებში, იცავს სხეულის უჯრედებს დაზიანებისგან, თავისუფალი რადიკალების მავნე ზემოქმედებისგან, აახალგაზრდავებს ორგანიზმს და ხელს უშლის ნაადრევ დაბერებას.
კივი ფეხმძიმობის დროს
კივი არის ხილი, რომელიც შეუცვლელია ორსულობის ნორმალური მიმდინარეობისთვის.
არეგულირებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციონირებას
კივი დიდი რაოდენობით შეიცავს კალიუმს. ეს მიკროელემენტი კი შეუცვლია გულის ფუნქციონირების ნორმალიზებისთვის, სისხლძარღვების კედლების გაძლიერებისთვის, არეგულირებს არტერიულ წნევას. გარდა ამისა, კალიუმი ხელს უწყობს ორგანიზმიდან ზედმეტი სითხის გამოდევნას და მოგიხსნით შეშუპებას.
ჰემატოპოეზი
კივი შეიცავს დიდი რაოდენობით რკინას, რომელიც აუცილებელია სისხლის უჯრედების განვითარების პროცესისთვის და სისხლში ჰემოგლობინის რეგულირებისთვის. ექმიბის რჩევით, კივის მიღება აუცილებელია ანემიით დაავდებული ადამიანებისთვის და მათთვის, ვინც განიცადა სისხდენა. კივი შეიცავს აქტინიდინს, რომელიც არეგულირებს ცილის მეტაბოლურ პროცესებს და ასევე ახდენს სისხლის შედედების ნორმალიზებას. ხელს უშლის სისხლის შედედებას, რომელსაც შეუძლია არტერიების ჩაკეტვა და დაბლოკვა.
კივი თირკმელების გასაწმენდად
კივს აქვს უნარი ორგანიზმი გაწმინდოს მარილებისგან, რაც საგრძნობლად აუმჯობესებს თირკმელების ფუნქციონირებას. ნაყოფი ხელს უშლის თირკმელებში კენჭებისა და ქვიშის წარმოქმნას, ამცირებს ნეფრიტისა და პიელონეფრიტის განვითარების რისკს.
კივი სილამაზის სადარაჯოზე
ეგზოტიკური ნაყოფი არეგულირებს თმის პიგმენტაციას და აფერხებს გაჭაღარავებას. თუთიის დიდი რაოდენობის შემცველობის წყალობით კივი ამაგრებს ფრჩხილებს, თმის ძირებს. ის აუცილებელია კანის ჯანმრთელობისთვის, აუმჯობესებს ფერს, კანის საერთო მდგომარეობას. A და E ვიტამინის წყალობით აფერხებს დაბერების პროცესს.
არეგულირებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციონირებას
კივი არეგულირებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციონირებას.
კივი სასარგებლოა ცენტრალური ნერვული სისტემისთვის
დეპრესიისა და ნერვოზისგან გასათავისუფლებლად ექიმები გვირჩევენ, დღის განმავლობაში მინიმუმ ერთი კივის შეჭმას. კივი დაგამშვიდებთ, ებრძვის უძილობას. რეკომენდებულია კივის მიღება სპორტსმენებისთვის, რადგან ის ბუნებრივი წყაროა ფიზიკური ძალისა და ენერგიის აღსადგენად.
კიბოს პრევენცია
ბეტა-კაროტინისა და ასკორბინის მჟავის კონცენტრაციის წყალობით კივი ეფექტურად აფერხებს ავთვისებიანი სიმსივნის განვითარებას. გარდა ამისა, იგი შეიცავს ვიტამინების B6 და B9 იშვიათ კომბინაციას, რაც ორგანიზმს საშუალებას აძლევს სწრაფად აითვისოს საკვები ნივთიერებები და შეინარჩუნოს კიბოს საწინააღმდეგო თვისებები.
კივის გამოყენების უკუჩვენებები:
ბევრი კივის მიღებამ შეიძლება ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს.
ნაყოფის მიღება არ არის რეკომენდებული მათთვის, ვისაც აწუხებს კუჭის წვენის მომატებული მჟავიანობა, გასტრიტი, წყლული.
კივის მიღება არ არის რეკომენდებული მოწამვლის ან ფაღარათის დროს.