ტორტი ,,ნესკვიკი“ გამოდის ძალიან ნაზი და გემრიელი. შესქელებული რძისა და არაჟნის არომატებით გაჯერებული ზღაპრული დესერტი

შემოგთავაზებთ მოხარშული შესქელებული რძისა და არაჟნის უგემრიელესი კრემით მომზადებული, ზღაპრულად გემრიელი, არომატული ტორტის, ,,ნესკვიკის“, რეცეპტს.

ბისკვიტის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • კვერცხი 4 ცალი
  • კარაქი 100 გრ
  • შაქარი 150 გრ
  • ფქვილი 150 გრ
  • გამაფხვიერებელი 1 ჩ. კ.
  • კაკაო (ნესკვიკი) 2 ს. კ.
  • ნიგოზი 200-300 გრ

კრემის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • მოხარშული შესქელებული რძე 200 გრ
  • არაჟანი 20%-იანი ცხიმიანობის 400 გრ
  • კაკაო (ნესკვიკი) 2 ს. კ.

მომზადების წესი:

  1. კვერცხი და შაქარი ათქვიფეთ,  დაამატეთ დარბილებული  კარაქი, კაკაო, ფქვილი და გამაფხვიერებელი.
  2. საცხობ ფორმას წაუსვით კარაქი და ცომი თანაბრად გაანაწილეთ. ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 30 წუთი.
  3. ბისკვიტი გააგრილეთ და გაყავით 2 არათანაბარ ნაწილად. პატარა ფენა დატოვეთ ძირისთვის, ხოლო მეორე ნაწილი დაჭერით პატარა კუბიკებად.
  4. ამზადებთ კრემს: მოხარშული შესქელებული რძე, არაჟანი და კაკაო ათქვიფეთ მიქსერის მაქსიმალურ სიჩქარეზე. მიიღებთ უგემრიელეს ფაფუკ კრემს. შემდეგ შეურიეთ ბისკვიტის კუბუკები, დაჭრილი ნიგოზი და ნაზად აურიეთ. ნიგოზი მოიტოვეთ ზემოდან მოსაყრელად.
  5. მომზადებული მასა დაიტანეთ ბისკვიტზე და თანაბრად გაანაწილეთ და ზემოდან მოაყარეთ ნიგოზი.
  6. ტორტი მთელი ღამით შედეთ მაცივარში.

,,ნესკვიკი“ საოცრებაა! მოამზადეთ და ყველა გააოცეთ თქვენი კულინარიული ოსტატობით!

გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ!