თვალის დაავადებების პროფილაქტიკა და მეხსიერების გაუმჯობესება იოლია ამ საშინაო საშუალებით

ბანანისა და გოგრის ბაზაზე მომზადებული სმუზი თქვენი საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხარდასაჭერად და  ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობის გასაუმჯობესებლად საუკეთესო ვარიანტია.

ბოჭკოებით მდიდარი უგემრიელესი გოგრა საუკეთესო ბუნებრივი საშუალებაა ჯანმრთელობის, განსაკუთრებით კი მხედველობის გასაუმჯობესებლად.

გოგრა უამრავი სასარგებლო საკვები ნივთიერებით არის გაჯერებული. მაგალითად, 150 გრ-მდე გოგრის რბილობი A ვიტამინის რეკომენდებული დღიური ნორმის 2-ჯერ მეტ დოზას შეიცავს, რომელიც საჭიროა მხედველობის გასაუმჯობესებლად. გოგრა სასარგებლოა თვალის დეგენერაციული დაავადებების სამკურნალოდ, რომლებიც სიბრმავეს იწვევს. A ვიტამინი ძვლებს, კბილებს უნარჩუნებს ჯანმრთელობას, კანს სიჯანსაღეს.

როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნეთ, გოგრა ბოჭკოების ბუნებრივი წყაროა. ბოჭკოები კი აგარიდებთ გულის დაავადებებს.

სამკურნალო სმუზის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ¾ ჩ. ჭ. ნუშის ან სეზამის რძე უშაქრო, აგრეთვე შეგიძლიათ გამოიყენოთ შვრიის რძე, ნიგვზის რძე
  • 100 მლ წყალი
  • 1 ცალი ბანანი
  • 1 ჩ. კ.  სელის თესლი (დაფქული)
  • 1/3 ჩ. ჭ. უმი გოგრის პიურე
  • 1 ს. კ. თაფლი
  • ¼ ჩ. კ. დარიჩინი ან მუსკატის კაკალი, ან ჯანჯაფილი

მომზადების წესი:

მოცემული ინგრედიენტები ერთგვაროვანი მასის მიღებამდე დააბლენდერეთ და მომზადებისთანავე მიიღეთ.

მოამზადეთ უამრავი საკვები ნივთიერებით გაჯერებული არომატული სმუზი და გაიუმჯობესეთ მხედველობა, აირიდეთ თვალის დაავადებები, აღივსეთ ორგანიზმი ძალითა და ენერგიით, გაიუმჯობესეთ საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ფუნქციონირება.

სამკურნალო პროცედურები ხანგრძლივობ 7-10 დღე. შემდეგ გარკვეული დროით დაისვენეთ და კვლავ გაიმეორეთ. გისურვებთ ჯანმრთელობას!