ხელნაკეთი მლამო რომელიც უებარია დამწვრობის, ბზარების, კოჟრებისა და ჭრილობების დროს

807

კანის პრობლემების აღმოსფხვრელად თაფლი საუკეთესო საშუალებაა, სამკურნალო მცენარეებთან კომბინაციაში კი საოცრებებს ახდენს.

შემოგთავაზებთ თაფლის ბაზაზე მომზდაბეული ანტიბაქტერიული და ანტისეპტიკური თვისებებით გაჯერებული მალამოს რეცეპტს, რომელიც  პირველივე გამოყენების შემდეგ დაუჯერებლ შედეგს მოგცემთ. სწრაფად კურნავს ნებისმიერ დაზიანებას და გაგათავისუფლებთ კანის პრობლემებისგან.

მალამოს შემადგენლობაში შემავალი ყველა ინგრედიენტი გაჯერებულია სამკურნალო თვისებებით და ორგანიზმისთვის აუცილებელი სასარგებლო საკვები ნივთიერებებით.

  • მაგალითად, ქოქოსის ზეთი გაჯერებულია A, D, E, K_ვიტამინებით და ხელს უწყობს სწრაფად შეხორცებას.
  • ლაშქარა სამკურნალო მცენარეა, რომელსაც შეუძლია უჯრედის აღდგენა, ამიტომ საუკეთესოა სტრიების, სისხლჩაქცევების,  დამწვრობებისა და წყლულების სამკურნალოდ.
  • ძირტკბილას ფესვი ანთების საწინააღმდეგო საშუალებაა, რომელიც არბილებს კანს. ასევე ძალიან კარგია დამწვრობების, ჭრილობების სამკურნალოდ, რადგან შეიცავს დიდი რაოდენობით თუთიასა და A ვიტამინს.
  • ავშანი აგარიდებთ გაღიზიანებას და შეგიმსუბუქებთ ტკივილს.
  • ჰემამელისს მას აქვს ანთების საწინააღმდეგო და შემკვრელი თვისებები. შესანიშნავია კანის დაავადებების, დამწვრობების, ჭრილობების სამკურნალოდ.
  • თაფლი უძლიერესი ანტიბაქტერიული საშუალებაა, კვებავს კანს, აგარიდებთ ინფექციების განვითარების საფრთხეს, უხეში ნაწიბურების გაჩენას.

შემოთავაზებული მალმო მომზადებულია თაფლის საფუძველზე. მალამო საუკეთესოა კანის 1-ლი და მე-2 ხარისხის დამწვრობების სამკურნალოდ, აკნეს, სტრიების, ანთების  საწინააღმდეგო საშუალებაა. შეგიძლიათ გამოიყენოთ მწერების ნაკბენებზე და აირიდოთ გაღიზიანება, კურნავს ქუსლებზე არსებულ ნახეთქებს.

მალამოს მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • გამხმარი სამკურნალო მცენარეები: ძირტკბილას ფესვი, ავშანი, ლაშქარა, ჰემამელისი 2-2 ს. კ.
  • 300 მლ ზეითუნის ზეთი
  • 2 ს. კ. ნატურალური თაფლი
  •  2 ჩ. კ. ფუტკრის ცვილი დაჭრილი

მომზადების წესი:

  1. პირველ რიგში, ცვილს დაასხით ცოტა ზეთი და გაადნეთ ორთქლის აბაზანაზე. შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან,  დაამატეთ დაეჩენილი ზეთი და აურიეთ.
  2. მინის ქილაში მოათავსეთ სამკურნალო მცენარეები (2-2 ს. კ.), დაასხით ცვილისა და ზეთის ნაზავი.
  3. შემდეგ დაამატეთ თაფლი და აურიეთ, დაახურეთ ხუფი და მცენარეული ნარევით დატვირთული ზეთი 4-6 კვირით დააყოვნეთ.
  4. მითითებული დროის გასვლის შემდეგ, ზეთი კარგად გადაწურეთ, არ დაკარგოთ არც ერთი წვეთი, გადაიტანეთ მინის ქილაში და შეინახეთ მაცივარში. უებარი მალამო გამოსაყენებლად ვარგისია 6-7 თვე.

შედეგს პირველივე გამოყენების შემდეგ მიიღებთ. ყველა იმ ზემოთ ჩამოთვლილ სარგებელთან ერთად, რომელსაც მალამო გაძლევთ, შეგიძლიათ მთელი ზამთარი გამოიყენოთ როგორც ხელისა და ქუსლების  კრემი. თუ თქვენ ყინვაში დიდი ხნით მოგიწევთ გარეთ ყოფნა მალამო გამოიყენეთ სახის კანისთვისაც. გისურვებთ ჯანმრთელობას!