ნამწვავი და ჭუჭყი ტაფებს თვალის დახამხამებაში მოშორდება, თუ მარტივ მეთოდს გამოიყენებთ

ძვირფასო დიასახლისებო, შემოგთავაზებთ მარტივ მეთოდს, რომლის საშუალებითაც შეძლებთ, ყოველგვარი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე, მოაშოროთ ტაფებს ნამწვავი, ნადები, ცხიმი ისე, რომ არ დაგჭირდებათ ხეხვა. სკმარისია, ტაფა ჩადოთ ,,ჯადოსნურ“ ხსნარში და შემდეგ რბილი ღრუბლით გაწმინდოთ

მეთოდი უმკლავდება ძველ ჩამჯდარ ჭუჭყს. მიჰყევით მარტივ ინსტრუქციას:

  1. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, თუ შესაძლებელია ტაფას მოხსენით სახელური.
  2. დაგჭირდებათ ნაგვის სქელი პარკები და ამიაკის სპირტი. ერთმანეთში ჩადეთ 3 პარკი, რადგან შესაძლებელია ისინი დაზიანდეს და ამიაკის სპირტი დაგექცეთ. ტაფა ჩადეთ ტომარაში და ჩაასხით ამიაკის სპირტი.
  3. პარკებს თავები  მჭიდროდ მოუკარით და შეეცადეთ სპირტი არ შეისუნთქოთ. შემდეგ შეფუთული ჭურჭელი შეარხიეთ 5-10 წამის განმავლობაში, რათა ამიაკის სპირტი დაბინძირებული ჭურჭლის მთელ ზედაპირზე თანაბრად გადანაწილდეს. მოცემულ მდგომარეობაში გააჩერეთ 10-12 საათი. უმჯობესია, თასში ჩადოთ და აირიდოთ სპირტის დაღვრა.

ამიაკის სპირტი მოქმედებს და ტაფას აშორებს ძველ ჩამჯდარ ჭუჭყს, ნამწვაებს, ცხიმებს. მითითებული დროის გასვლის შემდეგ, ტაფას გადაუსვით ღრუბელი და თბილი წყლით კარგად გარეცხეთ. სახეხი არ გამოიყენოთ, რადგან ტაფის ზედაპირს გააფუჭებთ. საკმარისია, აიღოთ ჭურჭლის სარეცხი ჩვეულებრივი ღრუბელი.

გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები და კიდევ დიდი ხნით გამოიყენეთ თქვენი საყვარელი ქვაბები და ტაფები.