
შემოგთავაზებთ ბიუჯეტური ხელნაკეთი საშუალების რეცეპტს, რომლის წყალობითაც შეძლებთ ფრჩხილისა და ტერფის სოკოს აღმოფხვრას, ქუსლების გაუხეშებული კანის დარბილებას, კოჟრებისა და ბზარების მოშორებას. ერთი სიტყვით, თქვენი კანი იდეალურ მდგომარეობაში იქნება.
სამკურნალო ნარევის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- სამედიცინო სპირტი (შეგიძლიათ გამოიყენოთ არაყი ან კონიაკი) 250 მლ
- ასპირინი 300 მგ
მომზადებისა და გამოყენების წესები:
- ასპირინის აბები დაფშხვენით, შეურიეთ სპირტს და რამდენიმე დღით გააჩერეთ.
- ნარევი გამოყენების წინ შეანჯღრიეთ. ყოველ საღამოს, ძილის წინ, შეიზილეთ კანის დაზიანებულ უბნებზე. შემდეგ ბამბის ფირფიტა გააჯერეთ ნარევით და დაიდეთ ნახეთქებზე, კოჟრებზე ან კანის სხვა დაზიანებულ უბნებზე, დაიფინეთ ცელოფანი და ამოიცვით წინდა. კომპრესი დაიტოვეთ მთელი ღამით. დილით თბილი წყლით ჩამოიბანეთ და წაისვით გლიცერინი ან დამატენიანებელი კრემი.
გაითვალისწინეთ, რომ ფეხების კანი განსაკუთრებულ ზრუნვას და ჰიგიენის სათანადოდ დაცვას საჭიროებს.
გაუხეშებული კანისა და მკვდარი უჯრედების მოსაშორებლად აბაზანის მიღების შემდეგ გამოიყენეთ პემზა, მაგრამ ძალიან არ გაიხეხოთ, შეიძლება შედეგად კანის გაღიზიანება, ინფექცია და სხვა გართულებები მოჰყვეს.
დაზიანებული კანის სამკურნალოდ შეგიძლიათ გამოიყენოთ ქოქოსის ზეთი.