შემოგთავაზებთ ვაშლის, ლიმონისა და დარიჩინის არომატით გაჯერებული ოქროსფრად დაბრაწული ფუნთუშების რეცეპტს.
ვარდის ფორმის ფუნთუშების ცომის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- 500 გრ ფქვილი
- 100 გრ შაქარი
- 250 მლ რძე
- 50 გრ კარაქი
- დაპრესილი საფუარი 15 გრ
- 2 ცალი კვერცხი
- კვერცხის გული ზემოდან წასასმელად
- 2 ს. კ. წყალი
- მწიკვი მარილი
გულსართის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- 80 გრ შაქარი
- 400 გრ ვაშლი
- 2 ს. კ. ლიმონის წვენი
- 30 გრ კარაქი
- 1 ჩ. კ. დაფქული დარიჩინი
მომზადების წესი:
- პირველ რიგში, ამზადებთ საფუარს. თბილ რძეს დაამატეთ საფუარი და შაქარი, კარგად აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. საფუარი 10-15 წუთით დააყოვნეთ სითბოში.
- კვერცხს დაამატეთ 2 ს. კ. შაქარი, მარილი და ათქვიფეთ. საფუარს დაამატეთ კვერცხიანი მასა და აურიეთ. ნელ-ნელა შეაზილეთ ფქვილი, ჯერ ურევთ კოვზით, შემდეგ გადმოიტანეთ ფქვილმოყრილ მაგიდაზე და ცომს ზელთ ხელით. ბოლოს ნაწილ-ნაწილ შეაზილეთ დარბილებული კარაქი და ცომს ზელთ, დაახლოებით 5-7 წუთის განმავლობაში.
- მზა ცომს გადააფარეთ ტილო და სითბოში დააყოვნეთ 1 საათით. მითითებული დროის გასვლის შემდეგ, ცომი ერთხელ კიდევ ჩაზილეთ.
- გულსართის მოსამზადებლად ვაშლი კუბიკებად დაჭერით, ჩაყარეთ ქვაბში, დაამატეთ კარაქი, ლიმონის წვენი და შაქარი, კარგად აურიეთ და 2-3 წუთი დადგით საშუალო ცეცხლზე. ბოლოს შეაზავეთ დარიჩინით.
- ცომი გადმოიტანეთ ფქვილიმოყრილ მაგიდაზე და გაყავით 12 თანაბარ ნაწილად. თითოეული გუნდა გააბრტყელეთ და კიდეებზე გააკეთეთ ჭრილები, მიიღებთ ყვავილის ფორმის მსგავს ფენას.
- ცომის შუაში ჩადეთ ვაშლის გულსართი და შემოახვიეთ ცომის ჯერ ერთი ნააწილი, შემდეგ პირველ ფენას შემოახვიეთ მეორე ფენა, შემდეგ_მესამე, მეოთხე და მიიღებთ ვარდის მსგავს ფუნთუშებს.
- მზა ფუნთუშები დააწყვეთ ცხიმწასმულ საცხობ ფორმაზე, დაიცავით მანძილი. კვერცხის გულს დაამატეთ 2 ს. კ. წყალი, ათქვიფეთ. შემდეგ ფუნჯით გადაუსვით ფუნთუშებს და გააჩერეთ კიდევ 15 წუთი.
ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 25-30 წუთი. მოამზადეთ და მიირთვით დაუჯერებლად გემრიელი ფუნთუშები.