ექიმების თქმით სტრესი უამრავ დაავადებას და პრობლემას იწვევს, რის გამოც მისი სიმპტომების ამოცნობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ნახეთ როგორ ნიშნებს ამჟღავნებს თქვენი ორგანიზმი მაშინ, როდესაც იგი ზედმეტადაა დასტრესილი:
1. კანის ხშირი დაავადებები
ფსორიაზი, აკნე და კანის სხვა დაავადებები სტრესით შეიძლება იყოს გამოწვეული.
2. წონის ცვლილება
სტრესულ სიტუაციებში ხშირად მოხვედრა იწვევს ჰორმონი კორტიზოლის გამოყოფას. ეს ჰორმონი ასტაბილურებს ცხიმების და ნახშირწყლების მეტაბოლიზმის პროცესებს და უზრუნველყოფს სისხლში ნორმალური შაქრის დონის არსებობას, რის გამოც ადამიანებს უფრო მეტი საჭმლის ჭამა შეუძლიათ.
ასევე სტრესის გამო წონის დაკლებაც შესაძლებელია, რადგან ადრენალინის გაზრდილი დონე მეტაბოლიზმს აჩქარებს.
3. ხშირი გაციება
სტრესის მიერ გამოყოფილი კორტიზოლი ასევე ანთებით პროცესებსაც ახშობს. თუმცა, თუ ორგანიზმში კორტიზოლი ქრონიკულად გამოიყოფა, იმუნური სისტემა მის მიმართ ნაკლებად სენსიტიური ხდება და ეს უფრო სერიოზული ანთებების გაჩენას უწყობს ხელს. ამის გამო თქვენ უფრო ხშირად და ადვილად გაცივდებით.
4. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები
სტრესს კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე უარყოფითი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია. ასეთი მუცლის პრობლემის მოგვარება ზოგჯერ მედიკამენტებით შეუძლებელია, რის გამოც ფსიქოლოგთან ვიზიტი ძალიან გამოსადეგი იქნება.
5. ფოკუსირების პრობლემები
თუკი შეატყობთ, რომ სულ უფრო და უფრო გიჭირთ სხვადასხვა საკითხებზე ფოკუსირება, მაშინ სჯობს მუშაობა შეანელოთ და თქვენ ნერვულ სისტემას განტვირთვის დრო მისცეთ.
6. თმის ცვენა
სტრესმა სრული გამელოტებაც კი შეიძლება გამოიწვიოს. თუკი თმის ცვენაზე ვიტამინების მიღება გავლენას არ ახდენს, მაშინ ეს სტრესის მიერაა გამოწვეული.
7. თავის ტკივილები
თავის ტკივილების გამოწვევა სისხლის წნევასთან, სინუსიტთან და ორსულობასთან ერთად სტრესსაც შეუძლია. თუკი ტკივილის გაყუჩებას აბების მიღებით ვერ ახერხებთ, მაშინ სჯობს სტრესის ფაქტორების განეიტრალებაზე იზრუნოთ.
8. შემცირებული ლიბიდო
ემოციურად დაცლილი და დასტრესილი ადამიანი დაბალი ლიბიდოთი გამოირჩევა. ამიტომ თუკი პარტნიორთან დიდი ხანია რაც სექსი არ გქონიათ, მაშინ ამაზე ნერვიულობის და გაბრაზების მაგივრად სჯობს სტრესის განტვირთვაზე იზრუნოთ.
9. ძილის პრობლემები
სერიოზული სტრესის ქვეშ ყოფნამ შესაძლოა ძილის პრობლემებთან ერთად ინსომნიაც გამოიწვიოს. თუკი საძილე აბების დახმარებითაც ვერ შეძლებთ კარგად გამოძინებას, მაშინ სჯობს ფსიქოლოგს მიმართოთ.
10. კარდიოვასკულარული დაავადებები
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ქრონიკული სტრესი კარდიოვასკულარული დაავადებების გამოწვევის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია. სხვადასხვა სტრესული სიტუაციები თუ მდგომარეობა თქვენი გულის ჯანმრთელობაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს, რის გამოც განტვირთვაზე ფიქრი მართლაც აუცილებელია.