ჩემი შვილები ყოველდღე მთხოვენ ამ ნუგბარის მომზადებს. ტვიქსის საშინაო ვარიანტი, რომელიც უგემრიელესი გამოდის

ტვიქსი ყველასთვის საყვარელი საოცრად გემრიელი ნუგბარია. შემოგთავაზებთ რეცეპტს, რომლის მიხედვითაც შეძლებთ ამ გემრიელობის მომზადებას.

ფხვიერი ცომის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • 110 გრ კარაქი
  • 125 გრ ფქვილი
  • 70 გრ შაქარი
  • მწიკვი მარილი

კარამელის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • 1 ქილა შესქელებული რძე
  • 1 ს. კ. კარაქი
  • შოკოლადის ფენისთვის დაგჭირდებათ
  • 170 გრ რძიანი შოკოლადი

მომზადების წესი:

  1. ცივი კარაქი ფქვილთან ერთად დააბლენდერეთ. თუ დაბლენდერება გაგიჭირდათ, ჯერ კარაქი მსხვილ სახეხზე გახეხეთ და თანდათან შეურიეთ ფქვილი. შემდეგ დაამატეთ  შაქარი, მარილი და დააბლენდერეთ.
  2. დაგჭირდებათ კვადრატის ფორმის ფორმა (20/20 სმ), შეგიძლიათ თქვენთვის ხელმისაწვდომი ნებისმიერი ფორმა გამოიყენოთ, მაგრამ დიამეტრი გაითვალისწინეთ.
  3. ფორმის ძირზე დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი, გვერდებზე წაუსვით ცხიმი და მზა ცომი თანაბრად გაანაწილეთ. ღუმელი გააცხელეთ 200 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 15-20 წუთი. გამომცხვარი ფენა ფორმიდან არ ამოიღოთ.
  4. ამზადებთ კარამელის ფენას. სქელძირიან ტაფაზე დაიტანეთ  კარაქი და შესქელებული რძე. ტაფა დადგით საშუალო ცეცხლზე და აადუღეთ, თან განუწყვეტლივ ურევთ. ადუღეთ 15 წუთი.
  5. კარამელი დასხით გაგრილებულ ფხვიერ ცომს, თანაბრად გაანაწილეთ და გააგრილეთ.
  6. შოკოლადის ფილა დატეხეთ და გაადნეთ ორთქლის აბაზანაზე. შოკოლადი დაასხით კარამელის ფენას და თანბრად გაანაწილეთ. როდესაც შოკოლადის ფენა გაგრილდება, ფორმა რამდენიმე საათით შედეთ მაცივარში.
  7. დესერტი ამოიღეთ ფორმიდან და დაჭერით. თუ გსურთ დესერტი კიდევ უფრო მეტად გააგემრიელოთ,  ცხელ კარამელს  დაამატეთ დაჭრილი, მოხალული თხილი.

მოამზადეთ საოცრად გემრიელი ნუგბარი ,,ტვიქსი“ და დამერწმუნეთ, ყველას აღაფრთოვანებთ.