როგორ მოვიშოროთ ლაქები და ნაოჭები ხელების კანიდან

გაიქრეთ ხელებიდან პიგმენტური ლაქები, ნაოჭები და 10-15 წლით გაახალგაზრდავდით.

საშინაო საშუალებები თქვენს კანს გააჯერებს საჭირო ვიტამინებით, სასარგებლო ნივთიერებებით, დაუბრუნებს სიგლუვეს, გაგიქრობთ ნაოჭებსა და პიგმენტურ ლაქებს.

სტატიაში შემოგთავაზებთ იმ საოცარ პროდუქტებს, რომლებიც თქვენი ხელის კანს დაუბრუნებს სინორჩეს.

ვაშლის ძმარი

ვაშლის ძმარი ხელის კანისთვის საოცრად ეფექტური  ბუნებრივი საშუალებაა. მისი რეგულარულად გამოყენება დაგირბილებთ ხელის კანს, მოგაშორებთ ლაქებსა და ნაოჭებს. თანაბარი პროპორციებით აიღეთ ვაშლის ძმარი, ნუშის ან ზეითუნის, ან ქოქოსის ზეთი, შეურიეთ და მომზადებული მასა შეიზილეთ ხელებზე დღეში 2-ჯერ.

ალოეს წვენი

ალოეს წვენი ლაქებისა და ნაოჭების საწინააღმდეგო ერთ-ერთი ეფექტური საშინაო საშუალებაა. ის აგრეთვე ხელს უწყობს კანის უჯრედების ბუნებრივ აღდგენას.

რეკომენდებულია ალოეს წვენი შეიზილოთ ხელებზე და დილამდე დაიტოვოთ.

ციტრუსის წვენი

მათი გამოყენება რეკომენდებულია კანის ბუნებრივი ფერის აღსადგენად და გასათეთრებლად. ციტრუსის წვენს შეუძლია ლაქების გაქრობა და კანის გაახალგაზრდავება.

გაითვალისწინეთ, ციტრუსის წვენი აუცილებლად საღამოს უნდა გამოიყენოთ, რათა მეორე დღის განმავლობაში დაიცვათ თქვენი კანი მზის სხივებისგან.

ამ საშინაო საშუალების მომზადება ძალიან მარტივია. აურიეთ ცოტა ლიმონისა და ფორთოხლის წვენი ნუშის ან ზეითუნის ზეთში. მომზადებული მასა შეიზილეთ ხელებზე, რამდენიმე წუთის განმავლობაში დაიმასაჟეთ და დილამდე დაიტოვეთ.

წყალბადის ზეჟანგი

ეს საშუალება ძალიან ეფექტურია. თუ თქვენ მგრძნობიარე კანი გაქვთ, მაშინ გირჩევთ, რომ წყალბადის ზეჟანგი არ გამოიყენოთ, რადგან შეიძლება გამოიწვიოს ქავილი და სხვა არასასურველი ეფექტები.

საკმარისია ლაქებზე წაისვათ წყალბადის ზეჟანგი და დაიტოვოთ რამდენიმე საათით.

აბუსალათინის ზეთი

აბუსალათინის ზეთი უძლიერესი სამკურნალო საშუალებაა. ის ეფექტურად აღიავებს ხელის კანზე არსებულ ყავისფერ ლაქებს.

ხელებზე შეიზილეთ თბილი ზეთი და კარგად დაიმასაჟეთ,  დაიტოვეთ რამდენიმე საათით და შემდეგ დაიბანეთ. იმისათვის რომ შედეგი ეფექტური იყოს პროცედურა ჩაიტარეთ  დღეში 2-ჯერ დილით და საღამოს.

რეკომენდებულია მიირთვათ კალიუმით მდიდარი პროდუქტები, როგორიცაა, ბანანი, ავოკადო, ლეღვი, ფინიკი, ნესვი და ბევრი სხვა. შედეგად კი თქვენ შეამცირებთ ხელის კანზე ლაქების გაჩენას.

გამოიყენეთ ნებისმიერი ლაქების საწინააღმდეგო საშინაო საშუალება და მთელი დღის განმავლობაში მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე. წყალს ორგანიზმიდან გამოაქვს ტოქსინები. ის აგრეთვე სასარგებლოა კანის ნებისმიერი პრობლემისთვის.