თუ ორგანიზმი ამ ნიშნებს გიგზავნით, მას თქვენი დახმარება სჭირდება

ადამიანის ორგანიზმი საოცრად არის მოწყობილი და ერთდროულად რამდენიმე პროცესი მიმდინარეობს. და თუ ორგანიზმში რამე ცვლილება ხდება, ამას რაღაც უჩვეულოდ  ვგრძნობთ. ჩვენი სხეული იძლევა განგაშის სიგნალს, რომელსაც ბევრი ადამიანი საერთოდ არ აქცევს ყურადღებას. უმჯობესია, თავიდანვე მივაქციოთ ყურადღება ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს.

ჩვენ მოგიწოდებთ იზრუნოთ თქვენს ჯანმრთელობაზე!

მოდით გავეცნოთ, რომელ პრობლემაზე მიუთითებს სხეულზე გამოხატული ესა თუ ის ნიშანი.

კანის სიმშრალე

ორგანიზმს აკლია E ვიტამინი და კვების რაციონს სასწრაფოდ დაამატეთ თხილი, თევზი და მცენარეული ზეთი.

თმის მოცულობა და ფრჩხილები

ეს პრობლემა მიუთითებს, რომ ორგანიზმს აკლია B ჯგუფის ვიტამინები და კალციუმი. იმისათვის რომ შეივსოთ ვიტამინების მარაგი, მიიღეთ მარცვლეული, მარცვლეულის  ფაფები, პური.

სისხლის მიმოქცევა

C ვიტამინის ნაკლებობა იწვევს სისიხლის მიმოქცევის პრობლემას. ეს ვიტამინი უხვად არის ხახვში, ნიორში, ხილსა და ბოსტნეულში. ასევე შეგიძლიათ მიირთვათ ასკილისა და ფიჭვის წიწვების ნაყენი.

უძილობა და  გაღიზიანება

თუ გაწუხებთ უძილობა და გაღიზიანება ეს მეტყველებს, რომ ორგანიზმს აკლია მაგნიუმი და კალიუმი. ამ მიკროელემენტებით გაჯერებულია გარგრის ჩირი, შავი ქლიავი და ჭარხალი.

სპაზმები ღამღამობით

ეს პრობლემა მიუთითებს, რომ ორგანიზმს აკლია მაგნიუმი და კალციუმი.

გაუხეშებული იდაყვები

გაუხეშებული იდაყვები მიუთითებს, რომ ორგანიზმს აკლია C და A ვიტამინები. ამ ვიტამინებით გაჯერებულია ყველა ნარინჯისფერი ხილი და ბოსტნეული: სტაფილო, გოგრა, პამიდორი, გარგარი, გარგრის ჩირი.

გიზიდავთ მარილიანი საკვები

ეს მიუთითებს, ორგანიზმში არსებულ ანთებით პროცესებზე, ყურადღება მიაქციეთ საშარდე სისტემას.

გიზიდავთ ტკბილი

ნერვიული აშლილობის ზღვარზე ხართ. ასეთ შემთხვევაში ენერგიას სწრაფად აღგიდგენთ გლუკოზა. ასეთ შემთხვევაში შეიძლება გამოიყენოთ თაფლი, მწარე შოკოლადი და თავიდან აირიდეთ კუჭ-ნაწლავის სისტემის პრობლემები.

გსურთ მსუბუქი საკვები

ეს სიმპტომი მიუთითებს გასტრიტზე და ღვიძლის პრობლემებზე. მსუბუქი საკვები ხსნის კუჭის სპაზმებზე.

უმადობა

შეიძლება დეპრესიაში იყოთ.

გსურთ აწკაპუნოთ მზესუმზირა

თქვენ სხეულს აკლია ანტიოქსიდანტები.

გსურთ მჟავე

სხეული თავად მოითხოვს ამ პროდუქტებს, რადგან მას ღვიძლის ან ნაღვლის ბუშტის სტიმულირება სჭირდება. თქვენს რაციონში ჩართეთ ლიმონი და მოცვი.

გსურთ მწარე

მიუთითებს, რომ თქვენ გაქვთ კუჭ-ნაწლავის პრობლემა.

გხიბლავთ ცხარე

ცხარე საკვები აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელ სისტემას, მაგრამ მიირთვით მცირე რაოდენობით, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ცარიელ კუჭზე.

ზღვის პროდუქტებისადმი მიდრეკილება

მიუთითებს, რომ ორგანიზმს აკლია იოდი.

თუ ეს ნიშნები და სიგნალები აგეღნიშნებათ, მიმართეთ ექიმს და გაიარეთ კონსულტაცია, ჩაიტარეთ შესაბამისი გამოკვლევები.

დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი აღმოჩნდება. თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც!