ლაქები ნელ-ნელა რომ გაიღიავოთ, ხანგრძლივ ვადიან პერსპექტიკავში კი ბოლომდე გაიქროთ, გამოიყენეთ ხელმისაწვდომი საშუალება

ადრე თუ გვიან, ყველა ადამიანი აწყდება კანის ისეთ პრობლემებს, როგორიცაა აკნე, ნაოჭები, მუქი ლაქები და ა. შ.

სტატიაში შემოგთავაზებთ ასაკობრივი ლაქების საწინააღმდეგო საშუალებას, რომელსაც წლებია აქტიურად იყენებენ ქალბატონები.

ჯადოსნური კუბების წყალობით შეძლებთ კანის გაახალგაზრდავებასა და გამკვრივებას. მის მოსამზადებლად დაგჭირდებათ მხოლოდ 3 ინგრედიენტი: ლიმონი, ბროწეული, კარტოფილი. როგორც ხედავთ, მოცემული საშუალება ბიუჯეტურია და ყველასთვის ხელმისაწვდომი.

თითოეული ინგრედიენტი კანისთვის საოცრებებს ახდენს. მაგალითად, ლიმონისა და ბროწეულის წყალობით შეძლებთ კანის გაღიავებას. მათში შემავალი ანტიოქსიდანტები აფერხებს  დაბერებას. კარტოფილის წვენი კი აქტიურად გამოიყენება ასაკობრივი ლაქების საწინააღმდეგოდ, ხელს უწყობს კანის გაახალგაზრდავებასა და ჯანმრთელობას.

ყინულის კუბების მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი  ინგრედიენტები:

  • 1 ცალი კარტოფილი
  • ბროწეულის მარცვლები ნახევარი ფინჯანი
  • ნახევარი ლიმონის წვენი
  • ყინულის კუბების კონტეინერი

მომზადებისა და გამოყენების წესები:

  1. პირველ რიგში, კარტოფილი გათალეთ, დაჭერით და დანარჩენ ინგრედიენტებთან ერთად დააბლენდერეთ. მზა მასა გადაიტანეთ ყინულის კუბების კონტეინერში და 5-6 საათით შედეთ საყინულეში.
  2. ყინულის კუბი შეიზილეთ წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე, განსაკუთრებით დაიმუშავეთ დაზიანებული ადგილები (მუქი ლაქები). იმოქმედეთ ნაზად, რადგან ბროწეულის მარცვლების წიპწებმა შეიძლება კანი დაგიზიანოთ.
  3. პროცედურის ბოლოს ნიღაბის ნარჩენები ცივი წყლით ჩამოიბანეთ.

სამკურნალო პროცედურები ჩაიტარეთ ყოველდღიურად. მაქსიმალური შედეგის მისაღებად გამოიყენეთ დღეში 2-ჯერ.