თმის გაღიავება, პლუს გაძლიერება და გასქელება. ეს ყველაფერი მარტივია ხელმისაწვდომი საშინაო საშუალებებით

მშვენიერი სქესის წარმომადგენლების სურვილია ჰქონდეთ  ლამაზი, ჯანსაღი და ბზინვარე თმა. სამწუხაროდ, თმის საღებავები დატვირთულია მავნე ქიმიური ნივთიერებებით, რომლებიც თმაზე უარყოფით გავლენას ახდენს, აზიანებს ძირებს, თმა იწყებს ცვენას, მცირდება მოცულობა.

შემოგთავაზებთ უმარტივეს, ეფექტურ ბუნებრივ საშუალებებს, რომელთა დახმარებით შეძლებთ თმის ბუნებრივი გზით შეღებვას. გარდა ამისა, ისინი კურნავს თმის ძირებს, აცოცხლებს, ანიჭებს ბუნებრივ ბზინვარებას, აფერხებს თმის ცვენას, მატებს მოცულობას.

1. გვირილას ჩაი

გვირილას ან შავი ჩაის საშუალებით შეძლებთ თმის გაღიავებას.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • გვირილას ფხვნილი (შეგიძლიათ გამოიყენოთ შავი ჩაი) 1 ს. კ.
  • წყალი 1 ჩ. ჭ.
  • თქვენთვის ხელმისაწვდომი თმის კონდიციონერი 3-4 ს. კ.

მომზადებისა და გამოყენების წესები:

  1. გვირილას დაასხით მდუღარე, დაახურეთ ლამბაქი და გააჩერეთ 30 წუთი. შემდეგ დაამატეთ თმის კონდიციონერი და აურიეთ.
  2. თმა დაიბანეთ ჩვეულებრივი წესის მიხედვით. მომზადებული მასა შეიზილეთ სველი თმის ძირებზე და გაინაწილეთ მთელ სიგრძეზე. სამოქმედოდ დაიტოვეთ 3-5 წუთი. თმა ჩამოიბანეთ მხოლოდ თბილი წყლით.
  3. მოცემული საშუალება გამოიყენეთ რამდენიმე კვირის განმავლობაში. შედეგს მიიღებთ ეტაპობრივად.

2. თაფლი და ძმარი

თაფლისა და ძმრის კომბინაციის საშუალებით შეძლებთ თმის ბუნებრივი გზით გაღიავებას.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ვაშლის ძმარი 50 მლ
  • თაფლი 2 ს. კ.
  • ზეითუნის ზეთი 1 ს. კ.
  • დაფქული დარიჩინი 1 ჩ. კ.

მომზადებისა და გამოყენების წესები:

მოცემული ინგრედიენტები აურიეთ და მომზადებული მასა  შეიზილეთ თმაზე. დაიხურეთ შხაპის ქუდი და დაიტოვეთ მთელი დღე, დაახლოებით, 7-8 საათი. საღამოს თმა ჩვეულებრივი წესის მიხედვით დაიბანეთ.

3. ხნა

უფერული ხნა თმის მოვლის საუკეთესო საშუალებად ითვლება. ამაგრებს თმის ძირებს, აფერხებს ცვენას, ხელს უწყობს ზრდას, ებრძვის ქერტლს, ანიჭებს თმას ბზინვარებას და მატებს მოცულობას.

უფერულ ხნას (ინგრედიენტების რაოდენობა განსაზღვრეთ თმის სიგრძის მიხედვით) დაამატეთ გამხმარი გვირილას ფხვნილი და ცოტა ცხელი წყალი, უნდა მიიღოთ სქელი პასტისებური მასა. გაგრილებული ნიღაბი შეიზილეთ თავის კანზე, გაინაწილეთ თმის მთელ სიგრძეზე და დაიხურეთ შხაპის ქუდი,  დაითბუნეთ პირსახოცით. სამოქმედოდ დაიტოვეთ 1-2 საათი. დაიბანეთ თმა მხოლოდ თბილი წყლით და ბოლოს გადაივლეთ თმის კონდიციონერი.

თუ ოქროსფერ ხნას დაამატებთ დარიჩინის ან კურკუმას ფხვნილს ქერა და ღია ფერის თმას მიანიჭებთ მკვეთრ ოქროსფერ ელვარებას.

ღია წაბლისფერი თმისთვის კი განკუთვნილია ყავისფერი ხნისა და კურკუმას ფხვნილის კომბინაცია. მიიღებთ რძიანი შოკოლადის ტონალობის შეფერილობას.

თუ ბურგუნდის ხნის ფხვნილს დაუმატებთ ჭარხლის წვენს, შეღებვის შედეგად მიიღებთ მწიფე ალუბლისფერს.

გამოიყენეთ მოცემული ბუნებრივი საშუალებები, შედეგად  მიიღეთ ლამაზი, ჯანსაღი თმა და სასურველი ფერი!