მშრალი ხველის სამკურნალო 8 საშინაო, მარტივი და საკმაოდ ეფექტური მეთოდი

0
256

მშრალი ხველის გამომწვევი მიზეზი არის გრიპი და გაციება. მაგრამ თუ ხველა გაგივითარდათ გრიპისა და გაციების გარეშე დაუყონებლივ მიმართეთ ექიმს.

სტატიაში შემოგთავაზებთ გრიპისა და გაციების შედეგად განვითარებული მშრალი ხველის საწინააღმდეგო საუკეთესო საშუალებებს.

1. ორთქლი

ორთქლი აფართოებს სასუნთ გზებს. აადუღეთ წყალი, დაამატეთ ცოტა გამხმარი სალბი ან გვირილა, ან ევკალიპტი და სამკურნალო ნარევი რამდენიმე წუთის განმავლობაში შეისუნთქეთ.  ისუნთქეთ ღრმად. პროცედურა გაიმეორეთ დაძინებამდე რამდენჯერმე.

2. თაფლი

რეკომენდებულია თაფლიანი თბილი რძის მიღება. მოცემული საშუალება განსაკუთრებით ეფექტურად მოქმედებს, როდესაც  ხველა გამოწვეულია სასუნთქი გზების ანთებით. ანტიმიკრობული თვისებებით გაჯერებული ნარევი აქტიურად ებრძვის ინფექციებს. ასევე სასარგებლოა მცენარეული რძისა და კარაქის ნარევი.

3. ორეგანო (თავშავა)

ფინჯან ადუღებულ წყალს დაამატეთ ცოტა თავშავა და თბილი ნაყენი მიიღეთ ძილის წინ.

4. სტაფილო

მშრალი ხველისგან გაგათავისუფლებთ სტაფილოს წვენი. მიიღეთ დღეში 2-3-ჯერ 150-150 მლ. ეფექტის გასაუმჯობესებლად წვენი დაატკბეთ თაფლით.

5. ჯანჯაფილი

მშრალი ხველის საწინააღმდეგოდ საუკეთესო ინგრედიენტია ჯანჯაფილი. გათალეთ კოჭას ფესვი (ცოტა), დაჭერით და რამდენიმე ნაჭერი დაამატეთ ფინჯან ადუღებულ წყალს. ნაყენი დააყოვნეთ 10 წუთი, გადაწურეთ და მიიღეთ ყლუპობით დღეში 2-ჯერ.

6. ლიმონი

C ვიტამინითა და ლიმონმჟავით გაჯერებული ლიმონი საუკეთესოა ინფექციებით გამოწვეულ ხველის სამკურნალოდ. აძლიერებს იმუნურ სისტემას და ებრძვის ინფექციებს. ფინჯან თბილ წყალს დაამატეთ ლიმონის წვენი და დაატკბეთ თაფლით. ამ გზით შეძლებთ მისი მოქმედების გაძლიერებას.

7. ხახვი

ხახვი ხველის საწინააღმდეგო ერთ-ერთი საუკეთესო საშინაო საშუალებაა. აიღეთ რამდენიმე თავი წითელი ხახვი,  დაჭერით, ჩაყარეთ ქვაბში, დაასხით ადუღებული წყალი, დაახურეთ თავსახური და გააჩერეთ 10 წუთი. გდაწურეთ და ნაყენი დალიეთ. შეგიძლიათ დაამატოთ თაფლი და ცოტა ფორთოხლის წვენი.

8. პიტნა

მენთოლი, რომელიც პიტნის შემადგენლობაშია, საუკეთესოა სასუნთქი გზების გასაწმენდად. შეგიძლიათ მიიღოთ როგორც პიტნის ნაყენის ჩაი, ასევე გაიკეთოთ სამკურნალო ნაყენის  ინჰალაცია.

გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები, გამოიყენეთ უმარტივესი საშუალებები და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე!