ძვირფასო დიასხლისებო, ალბათ, მუდმივად ფიქრობთ, რა მოამზადოთ, რით ასიამოვნოთ თქვენს ოჯახის წევრებს. შემოგთავაზებთ ხორცის არომატით გაჯერებული ბლინების ტორტის რეცეპტს.
ბლინების მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- 2 ცალი კვერცხი
- 1 ჩ. ჭ. რძე
- 1,5 ჩ. ჭ. ფქვილი
- 1 ჩ. კ. კარაქი
- მწიკვი მარილი
- 1 ჩ. კ. შაქარი
შიგთავსის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- 500 გრ გატარებული ხორცი
- 1 თავი ხახვი
- სიმინდის მარცვლების კონსერვი ½ ქილა
- 50 გრ ყველი
- მარილი, შავი პილპილი და სანელებლები გემოვნების მიხედვით
მომზადების წესი:
- პირველ რიგში, ამზადებთ ბილინებს. მოცემული ინგრედიენტები ათქვიფეთ და გამოაცხვეთ ბლინები.
- შიგთავსის მოსამზადებლად ხორცი ხახვთან ერთად გაატარეთ და მოთუშეთ. მზა ფარში შეაზავეთ მარილით, შავი პილპილით. გააგრილეთ, დაამატეთ გახეხილი ყველი, სიმინდი, აურიეთ და უგემრიელესი შიგთავსიც მზად არის.
- ლანგრის შუაში დადეთ ბლინი და თანაბრად გაანაწილეთ მასზე, დაახლოებით 2-3 ს. კ. შიგთავსი, შემდეგ ისევ_ბლინი და ასე ამზადებთ ფარშის ამოწურვამდე. ზედა ფენა უნდა იყოს ბლინი და ეცადეთ გვერდებიც დარჩენილი ბლინებით ლამაზად დაფაროთ.
ერთი საათი გააჩერეთ, არომატები ერთმანეთს გაუჯდება და შემდეგ გემრიელად მიირთვით!