
,,შარლოტა“, ჰაეროვანი, ფაფუკი და საოცრად გემრიელი ფრანგული კრემი, ნებისმიერ დესერტს განუმეორებელ არომატს ჰმატებს.
საოცარი კრემის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- რძე 100 მლ
- კვერცხი 2 ცალი
- კარაქი 200 გრ
- შაქარი 4 ს. კ.
მომზადების წესი:
- პირველ რიგში, კვერცხი და შაქარი კარგად ათქვიფეთ, დაამატეთ თბილი რძე, აურიეთ და დადგით დაბალ ცეხლზე ან ორთქლის აბაზანაზე, განუწყვეტლივ ურიეთ, მიიყვანეთ ადუღებამდე და გადმოდგით ცეცხლიდან.
- დარბილებული კარაქი ათქვიფეთ გათეთრებამდე და ნელ-ნელა დაამატეთ გაგრილებული კვერცხიანი მასა (თქვეფა არ შეწყვიტოთ). მზა კრემი გადაიტანეთ თავდახურულ ჭურჭელში. შეგიძლიათ 3-4 დღით შეინახოთ მაცივარში.
დამერწმუნეთ, რომ ფრანგული კრემით მომზადებული ნებისმიერი დესერტი საოცრებაა