
შემოგთავაზებთ შვრიისა და ბანანის კომბინაციით მომზადებული დაბალკალორიული, ჯანსაღი და სასარგებლო ორცხობილების რეცეპტს.
მოსამზადებლად უმარტივეს ორცხობილებს რამდენიმე წუთში დააგემოვნებთ.
საჭირო ინგრედიენტები:
- მწიფე ბანანი 2 ცალი
- შვრიის ფანტელი 100 გრ
- დაჭრილი ნიგოზი ან გამომშრალი ხილი
მომზადების წესი:
- საცხობ ფორმაზე დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი.
- ბანანის რბილობი დაჭერით პატარა ნაჭრებად, დაამატეთ შვრიის ფანტელი და ხელით აურიეთ ისე, რომ მიიღოთ ერთგვაროვანი მასა. თქვენთვის სასურველი ფორმის ორცხობილები დააწყვეთ საცხობ ფორმაზე და ზემოდან მოაყარეთ დაჭრილი ნიგოზი ან გამომშრალი ხილი.
- ღუმელი გააცხელეთ 200 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 15 წუთი.
დესერტი შეგიძლიათ მოამზადოთ თქვენთვის სასურველი ხილით. შეგიძლიათ დაამატოთ ცოტა თაფლი.
ოქროსფრად დაბრაწული ორცხობილები გემრიელად მიირთვით ცხელ ჩაისთან ან ყავასთან ერთად!