პრობიოტიკები არის ადამიანის ორგანიზმში არსებული კარგი ბაქტერიები, რომლებიც ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონირებას, ჯანმრთელ იმუნურ სისტემას და ქმნის საკვები ნივთიერებების ათვისებისთვის ხელსაყრელ გარემოს.
გამოკვლევების შედეგად დადასტურებულია, რომ პრობიოტიკები არა მარტო ნაწლავებისთვის არის სასარგებლო, მათ ასევე აქვს კანზე ადგილობრივი გამოყენების შესანიშნავი პოტენციალი და ხელს შეუწყობს კანის ისეთი დაავადებების შემსუბუქებას, როგორიცაა ეგზემა, ფსორიაზი, გამონაყარი, გაღიზიანება, ქავილი, ალერგიული გამონაყარი, პიგმენტური ლაქები, მუწუკები, ანთება, ნაოჭები, კანის დაბერება.
კანი ყველაზე დიდი ორგანოა. მას სჭირდება ადეკვატური მოვლა, რადგან ეს არის ორგანიზმის დაცვის პირველი ხაზი გარე პათოგენებისგან.
ზოგჯერ გვავიწყდება, რომ არსებობს მილიარდობით ბაქტერია, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც მიკროფლორა. მიკროფლორა ქმნის გარემოს, რომელიც ხელს უშლის მავნე ბაქტერიების ზრდას კანზე.
ქიმიური დეოდორანტების გამოყენება ანადგურებს როგორც მავნე ბაქტერიებს, ასევე კარგს. შედეგად კანი კარგავს ორგანიზმის დაიცვის უნარს.
მოგაწვდით მცირე ინფორმაციას თუ რატომ არ უნდა გამოიყენოთ კომერციული დეოდორანტები და ანტიპესპირანტები:
მათ შემადგენლობაში შედის ისეთი სახიფათო ინგრედიენტები, როგორიცაა ალუმინი, პარაბენები, პროპილენგლიკოლი, ფტალატები ან ტრიკლოზანი.
მიმდინარე გამოკვლევები მიუთითებს ძლიერ კავშირზე ალუმინის ანტიპერსპირანტებსა და ძუძუს კიბოს, ასევე ალერგიასა და ჰორმონალურ დისბალანსს შორის. გარდა ამისა, ანტიპესპირანტები საკმაოდ ძვირადღირებულია.
ისინი იწვევს სხეულის ბუნებრივი ფუნქციის დაქვეითებას. ეს განსაკუთრებით ეხება იმ ანტიპესპირანტებს, რომლებიც გარდა იმისა, რომ ანადგურებს უსიამოვნო სუნის გამომწვევ ბაქტერიებს, ასევე ხელს უშლის ოფლის გამოყოფას.
როდესაც ვცდილობთ, დავთრგუნოთ სხეულის ბუნებრივი ფუნქციები, რაღაც გარკვეული მიზნის გამო, ეს შეიძლება უარყოფითად აისახოს მის მთლიან ფუნქციონირებაზე.
შემოგთავაზებთ პრობიოტიკური დეოდორანტის რეცეპტს, რომლის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- კაკაოს კარაქი 1 ს. კ.
- ქოქოსის კარაქი 2 ჩ. კ.
- შიას კარაქი 1 ს. კ.
- ფუტკრის ცვილი 2 ჩ. კ.
- კარტოფილის სახამებელი 2,5 ს. კ.
- საკვები სოდა 1 ს. კ.
- E ვიტამინი ¼ ჩ. კ.
- ეთერზეთი (ლავანდის, ლიმონის, მელისას, როზმარინის, პიტნის) 15 წვეთი
- პრობიოტიკური ფხვნილი ორი კაფსულა
მომზადების წესი:
- ერთ თასში მოათავსეთ ქოქოსის, კაკაოსა და შიას კარაქი, ფუტკრის ცვილი და გაადნეთ ორქთლის აბაზანაზე, დაბალ ცეცხლზე.
- შემდეგ დაამატეთ სახამებელი და სოდა, აურიეთ ხის კოვზით, ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
- დაამატეთ E ვიტამინი და ეთერზეთი, აურიეთ და მომზადებული მასა გააგრილეთ.
- გაგრილების შემდეგ დაამატეთ პრობიოტიკური ფხვნილი და კარგად აურიეთ.
- მზა მასა გადაიტანეთ სასურველ კონტეინერში და ცოტა ხნით შედეთ მცივარში.
- გამოსაყენებლად ვარგისია 3-4 თვე.
უმჯობესია, აირჩიოთ პრობიოტიკები, რომლებიც არ საჭიროებს მაცივარში შენახვას. ასევე პრობიოტიკები უნდა შეიცავდეს ძლიერ მდგრად ბაქტერიულ სახეობებს, როგორიცაა ლაქტობაცილები ან ბიფიდობაქტერიები.
თუ მგრძნობიარე კანი გაქვთ, მოცემული საშუალების მოსამზადებლად სოდა არ გამოიყენოთ და შეამცირეთ ეთერზეთის რაოდენობაც.
მოცემული საშუალების უნიკალური შემადგენლობა არ არის დატვირთული ქიმიური მავნე ნივთიერებებით, დაგიცავთ უსიამოვნო სუნისგან და საკეთესოა კანის პრობლემების აღმოსაფხვრელად.