საზიანო ჩვევების დავიწყება რთულია, თუმცა უფრო ძნელია იმ ჩვევების დავიწყება, რომელიც სასარგებლო გვგონია ჩვენთვის თუმცა რეალურად ჯანმრთელობას გვიზიანებს. ამიტომ წარმოგიდგენთ სწორედ იმ ჩვევების სიას, რომელიც ერთი შეხედვით სასარგებლოა, მაგრამ სინამდვილეში უფრო მეტი ზიანი მოაქვს:
დაცემინების შეკავება
ცხვირის და პირის დახურვით დაცემინების შეკავებისას ტვინში სისხლის მიმოქცევა ფერხდება შინაგანი წნევის გაზრდის გამო და ასევე ნერვული ქსოვილებიც ზიანდება. ამან შეიძლება ვენების დაზიანება, თავის ტკივილები და სმენის პრობლემებიც კი გამოიწვიოს.
სუნამოს გამოყენება
სუნამოების დასამზადებლად ხშირად ნატურალური ზეთების მაგივრად სინთეტიკურ მასალას იყენებენ, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა, გულისრევა და ასევე თვალების, კანის და ყელის გაღიზიანებაც კი. მათ მაგივრად ბუნებრივი ზეთების ხმარება უფრო უსაფრთხოა.
ძილის წინ სმარტფონის ხმარება
ძილის წინ ხელოვნური სინათლის ყურება ჯანსაღი ძილისა და დასვენებისთვის საჭირო ჰორმონი მელატონინის გამომუშავებას უშლის ხელს. ამან შეიძლება დეპრსია, კიბო, ჭარბწონიანობა და გულის პრობლემებიც კი გამოიწვიოს.
საჭმლის შენახვა პლასტმასის კონტეინერებში
ასეთი ყუთების უმრავლესობა მათი ელასტიურობის შესანარჩუნებლად საზიანო ქიმიკატებს შეიცავს. მათში საჭმლის დიდი ხნით შენახვის შემთხვევაში ეს ქიმიკატები შესაძლოა საჭმელს შეერიონ. ამიტომ მეტალის და შუშის კონტეინერების გამოყენება უფრო უსაფრთხოა.
კბილების გამოხეხვა ჭამის შემდეგ
სტომატოლოგები გვირჩევენ, რომ კბილები ჭამიდან მინიმუმ ნახევარი საათის ან ერთი საათის შემდეგ გავიხეხოთ. ამის მიზეზი ისაა, რომ საჭმელში არსებული კბილებისთვის საზიანო მჟავები გახეხვისას უფრო ღრმად აღწევს მათ დამცავ გარსში, რასაც უარესი პრობლემების გამოწვევა შეუძლია ჩვენი პირის ჰიგიენისათვის.
ანტიბაქტერიული საპონის ხშირად გამოყენება
ჩვენი კანის ზედაპირზე უამრავი სასარგებლო ბაქტერია ცხოვრობს, რომელიც ჩვენს ორგანიზმს იცავს. ანტიბაქტერიული საპონის ხშირად გამოყენების შედეგად ჩვენ მოვახდენთ ხელების სტერილიზებას, რაც საზიანო ბაქტერიების ორგანიზმში შემოღწევის შანსს ბევრად უფრო ზრდის. დერმატოლოგები ასეთი საპონის გამოყენებას მხოლოდ ნაკაწრების, ჭრილობების და მსგავსი დაზიანებების ჩამოსარეცხად გვირჩევენ.
მოტკეცილი ჯინსების ჩაცმა
ასეთი სამოსი თქვენი კანის ნერვებზე მიჭერას იწვევს, რასაც ნერვული სისტემის პრობლემების გამოწვევა შეუძლია. ეს ასევე თქვენი ფეხების მიმართულებით ჟანგბადის მიწოდებას ამცირებს, რამაც მათი დაბუჟება შეიძლება გამოიწვიოს.
ახლად დაწურული წვენის დალევა
ასეთი წვენების დალევა მხოლოდ მცირე ზომებითაა რეკომენდირებული. მაგალითად ყურძნის წვენი არ არის რეკომენდირებული მათთვის, ვისაც ჭარბწონიანობა ან დიაბეტი აწუხებს. ასევე ხილის წვენები სერიოზულ ალერგენებსაც წარმოადგენენ, ამიტომ ფრთხილად უნდა იყოთ მაშინ, როდესაც მათ ბავშვებს ალევინებთ.