ფინიკი გემრიელი და ერთ-ერთი სასარგებლო ხილია, რომელსაც უხსოვარი დროიდან მოიხმარს ადამიანი. მისი შემადგენლობა დატვირთულია უამრავი სასარგებლო საკვები ნივთიერებით. ფინიკი შეიცავს ცილებს, ცხიმებს, ნახშირწყლებს, ამინომჟავებს, ბოჭკოებს, უამრავ ვიტამინს, მინერალებს.
თუ გსურთ ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობის გაუმჯობესება და იმუნიტეტის გაძლიერება, დაამატეთ თქვენი კვების რაციონს ბუნების საოცარი ქმნილება ფინიკი, იგივე ინდური ხურმა.
1. აწესრიგებს ნაწლავების მუშაობას
კალიუმით მდიდარი ფინიკი ხელს უწყობს ნაწლავებში სასარგებლო ბაქტერიების გამომუშავებას, არეგულირებს ნაწლავის ფუნქციონირებას, შეგიძლიათ გამოიყენოთ დიარეას სამკურნალოდ.
2. დაგეხმარებათ წონის დაკლებაში
ფინიკი არის სწორი, ჯანსაღი დიეტის შესანიშნავი დამატება. დიეტაზე ყოფნის დროს 1 ფინიკი და ფინჯანი რძე საკმარისია აუცილებელი საკვები ნივთიერებების მინიმალური დოზის მისაღებად.
3. თავიდან გვარიდებს ინსულტს
კალიუმით მდიდარი ფინიკი ტვინისა და ნერვული სისტემის საუკეთესო მკვებავია, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ინსულტის რისკს.
4. მდიდარია რკინით
ფინიკი შეიცავს დიდი რაოდენობით რკინას, რომელიც სასრგებლოა ანემიის სამკურნალოდ, განსაკუთრებით ბავშვებში და ორსულებში.
მხოლოდ 10 გრ ფინიკი შეესაბამება რკინის ყოველდღიური მოთხოვნილების 11%-ს.
5. ამცირებს ცუდი ქოლესტერინის დონეს და აწესრიგებს სისხლის წნევას
ფინიკი სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა სისტემის ჯანმრთელობისთვის, აგრეთვე ამცირებს არტერიულ წნევას. თუ გაწუხებთ ჰიპერტენზია, აუცილებლად დაამატეთ თქვენი კვების რაციონს ფინიკი.
6. აწესრიგებს წნევას
ეს ნაყოფი მდიდარია კალიუმით, ნატრიუმით, მაგნიუმითა და სხვა მინერალებით, საჭიროა სისხლის ნაკადის სტიმულირებისთვის და არტერიული წნევის გასაკონტროლებლად.
ფინიკი აგარიდებთ თრომბების წარმოქმნას და ამცირებს ქოლესტერინის დონეს.
7. ამარცხებს ყაბზობას
ფინიკი ძლიერი საფაღარათო საშუალებაა, ამიტომ თუ შეკრულობა გაწუხებთ, დაიწყეთ ამ ხილის ჭამა და მალე თქვენი პრობლემა მოგვარდება.
ყაბზობის საწინააღმდეგო ნარევის მოსამზადებლად რამდენიმე ფინიკს დაასხით ფინჯანი წყალი და მთელი ღამით გააჩერეთ, დილით წყალი დალიეთ, ხოლო ფინიკი შეჭამეთ. ისინი შეიცავს დიდი რაოდენობით ბოჭკოებს და მყისიერად ასტიმულირებს ნაწლავის მოქმედებას.
ეს ტროპიკული ხილი სასარგებლოა თქვენი გულ-სისხლძარღვთა სისტემის ჯანმრთელობისთვის.
დაამატეთ თქვენი კვების რაციონს გემრიელი და სასარგებლო ფინიკი, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ ეს ხილი კალორიულია, ამიტომ მიირთვით დღეში 3-4 ცალი. ფინიკის მიღება არ არის სასურველი ჭარბწონიანებისთვის და დიაბეტით დაავადებული ადამიანებისთვის.
გისურვებთ ჯანმრთელობას!