შემოგთავაზებთ ხაჭოს ნაზი და არომატული ხელნაკეთი ტრიუფელების რეცეპტს. კაკაოს არომატით გაჯერებული ხაჭო შეზავებული ქიშმიშითა და ნიგვზით შეგიძლიათ თამამდ აჭამოთ თქვენს პატარებსაც.
ხაჭოს ტრიუფელების მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- უცხიმო ხაჭო 5 ს. კ.
- შვრიის ფაანტელი 2 ს. კ.
- ნიგოზი 2 ს. კ.
- ქიშმიში 2 ს. კ.
- კაკაო 3 ს. კ.
- შაქარი 3-5 ს. კ.
მომზადების წესი:
- ქიშმიშს დაასხით ცხელი წყალით და რამდენიმე წუთი გააჩერეთ, გადაწურეთ და გააშრეთ.
- შვრია, ქიშმიში და ნიგოზი დააბლენდერეთ, მაგრამ ძალიან წმინდად არ დააბლენდეროთ.
- შემდეგ დაამატეთ ხაჭო და კოვზით კარგად შეურიეთ. მომზადებული მასა გაყავით თანაბარ ნაწილებად და გამოხელეთ მრგვალი ან კონისისებური ფორმები. შემდეგ მთლიანად დაფარეთ კაკაოთი.
როგორც ხედავთ, ხელნაკეთი ტრიუფელები უმრტივესი მოსამზადებელია და არ შეიცავს მავნე დანამატებს.
შეიძლება ითქვას, გემო, რომლის სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია. გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ!